სუპერლიგა. XVII ტური. სიმბოლური ნაკრები: აურზაური რუსთავში

AutoSharing Option
მე-18 ტურში ორი ერთმანეთზე საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ. ჯერ თბილისის სპორტის სასახლეში "დინამომ" და "ოლიმპმა" ოვერტაიმიანი მატჩი ჩაატარეს, შემდეგ "რუსთავმა" ბოლო წამებზე დათმო შინ, "ქუთაისთან".

თბილისურ შეხვედრაში ძირითადი დროის ბოლოს ანგარიშის გამთანაბრებელი სამქულიანი კოკა ტომარაძემ ჩააგდო, რომელმაც "დინამოსთან" 18 ქულა მოაგროვა და სიმბოლურ ნაკრებში შევიყვანეთ.

28 ქულით დაასრულა რუსთავური შეხვედრა ქუთაისელმა დავით ბარბაქაძემ. მან 23 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო და თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. დათომაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაიდო ბინა.

თუ ფოტოს დააკვირდებით, შესაძლოა გაგიკვირდეთ, რატომაა ბარბაქაძე ცენტრის, ხოლო ტომარაძე
მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. ამპლუით ორივე ფორვარდია. საქმე ისაა, რომ მე-18 ტურში ეფექტურად გაისარჯნენ უკანახაზელები და ამიტომ სომბოლურ ნაკრებში დაბალი ხუთეული დავაყენეთ.

ბათუმელმა ნიკა რამიშვილმა მე-17 ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მოედანზე "სამედიცინოსთან" შეხვედრაში დაბრუნდა და დანაკლისი აინაზღაურა - 33 ქულას მოუყარა თავი.

რუსთავში დიდი ამბები იყო, მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა.

ასეთ შეხვედრებში კი ყოველთვის მნიშვნელოვანი მისია ეკისრებათ გამთამაშებლებს. გადამწყვეტ მომენტში თითქმის უშეცდომოდ ირჯებოდა რუსთაველთა ამერიკელი პლეიმეიქერი ნეით ბოუი, რომელმაც 26 ქულა გაიფორმა.

საპირისპირო მხრიდან აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი გამოირჩეოდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა: 15 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა. ზაურმა 3-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 ორიანი გამოიყენა.

ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც აზერბაიჯანელი ლეგიონერი დასახელდა, რომლისთვისაც ეს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი აღიარებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული