სუპერლიგა 2012-13. XIX ტური: სამქულიანების ფასი

AutoSharing Option
იანვარში, საქართველოს თასის გათამაშებაში სტუ-მ თავისი კალიბრის ყველა გუნდი დაამარცხა, თუმცა სუპერლიგაში ჯერ ერთი მატჩიც არა აქვს მოგებული.

ტექნიკოსები წარმატებასთან ახლოს გუშინ, ბათუმში იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტი წუთები ზღვისპირელებმა უფრო დამაჯერებლად ჩაატარეს და 11 ქულის სხვაობითაც მოიგეს.

დიდი ფასი ჰქონდა ბოლო სამ წუთში ჩაგდებულ ბათუმელთა სამ სამქულიანს: ნიკა რამიშვილმა სხვაობა 6-მდე აიყვანა (70:63), ლაშა კეშელავამ - ცხრამდე (73:64), ხოლო ვანო მაისურაძემ - თორმეტამდე (81:69). მართალია, სტუ-ელებმა ფარქვეშიდან მასპინძლებზე მეტი ქულა მოაგროვეს (38:22), მაგრამ გადამწყვეტი მაინც შორეული ტყორცნები აღმოჩნდა. `ბათუმმა~ 10 სამქულიანი
ჩააგდო, სტუ-მ - 5.
მე-19 ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა თბილისში 27 მარტს გაიმართება.

22 მარტი, ბათუმი
ბათუმი-სტუ 86:75
ბათუმი 19 17 18 32 86
სტუ 21 14 16 24 75

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ
1. ოლიმპი 16 14 2 1423/1154 30
2. შსს აკადემია 16 14 2 1331/1061 30
3. არმია 16 13 3 1467/1067 29
4. რუსთავი 17 12 5 1476/1260 29
5. ქუთაისი 17 10 7 1369/1240 27
6. დინამო 16 10 6 1256/1189 26
7. ბათუმი 18 5 13 1257/1473 23
8. თსუ 17 6 11 1188/1379 23
9. სოხუმი 16 6 10 1244/1325 22
10. სამედიცინო 16 1 15 1011/1470 17
11. სტუ 17 0 17 1098/1502 17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული