გუნდის ლეგიონერებთან ერთად გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბექა ჩიკვილაძემ (1991 წელსაა დაბადებული), რომელიც ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
მან 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულას 4-4 პასი-ჩაჭრა მიამატა.
ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ბექას გარდა, კიდევ ორი დინამოელი მოხვდა - ქიენ კარტერი და ლამარ კარიმი.
ცენტრის პოზიციაზე სიმბოლურში მოხვედრას იმსახურებდა ასევე "დინამოს" მეფარე მილან
სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, ტურში მეორე იყო ოლიმპელი აკაკი დვალიშვილი (39), რომლის შეჩერება სტუ-ელებმა ვერ შეძლეს.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს, 13 საათზე, ვაკეში, სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება გადადებული მატჩი "დინამოსა" და "სოხუმს" შორის, შაბათს კი რეგულარული ეტაპი დასრულდება.
სუპერლიგა 2012-13. XIX ტური
შსს აკადემია-დინამო 78:80
ოლიმპი-სტუ 123:66
სოხუმი-სამედიცინო 95:66
ბათუმი-არმია 61:88
ქუთაისი-თსუ 73:63
რეკორდები
ქულა
49 - ნეით ბოუი (რუსთავი)
2-ქულ 17/29; 3-ქულ 5/10; საჯ 0/2
09.03.13 სოხუმი-რუსთავი
მოხსნა
26 - სერგო ათუაშვილი (სოხუმი)
(მეტოქ: 5; საკუთ: 21)
09.03.13 სოხუმი-რუსთავი
პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)
04.02.13 რუსთავი-სტუ
12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი
12 - გივი ბაქრაძე (თსუ)
23.02.13 თსუ-ოლიმპი
12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)
23.02.13 სტუ-არმია
ჩაჭრა
8 - ლევან ფაცაცია (ოლიმპი)
23.02.13 თსუ-ოლიმპი
დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"