სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვა დაიწყო

AutoSharing Option
სუპერლიგის ოპიციალურ ვებ-გვერდზე (www.superleague.ge) 13 აპრილს დაიწყო ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვა.

გულშემატკივრებს დღეში ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ "ოლ სტარში" მონაწილე გუნდების საკუთარ ვერსიას.

"ყველა ვარსკვლავის მატჩში" გუნდები ერთმანეთს შემდეგი პრინციპით დაუპირისპირდებიან: ლეგიონერები ადგილობრივების წინააღმდეგ.

მოგეხსენებათ, "ოლ სტარის" აქციაში მატჩთან ერთად ჩატენვერისა და სამქულიანი სროლების კონკურსები გაიმართება. ჩატენვებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო სამქულიან სროლებში ის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც რეგულარულ ჩემპიონატში შესაბამის კომპონენტში სტატისტიკური ლიდერები არიან.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება "ოლ სტარის" გუნდების სასტარტო ხუთეულები, ხოლო თითოეული მხრიდან დარჩენილ 7-7 მოთამაშეს მწვრთნელები
შეარჩევენ.

გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის მიხედვით 1-2 ადგილებზე გასული კლუბების მწვრთნელები უხელმძღვანელებენ: ადგილობრივებს "ოლიმპის" მწვრთნელი გია კაზანჯიანი, ლეგიონერებს კი "შსს-აკადემიის" ბერძენი თავკაცი, გიორგოს კეცელიდისი.

"ოლ სტარის" გამოკითხვა დასრულდება 19 აპრილს, შუადღის 12 საათზე, ხოლო ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია 20 აპრილს, ქუთაისში, 15 საათზე დაიწყებშ.

თითოეული გუნდიდან ირჩევთ თქვენთვის სასურველ 2-2 უკანახაზელს, 2-2 ფორვარდს და თითო ცენტრს. შესაბამისად, ირჩევთ ორივე გუნდის თქვენთვის სასურველ ხუთეულს და ბოლოს ერთიანად აძლევთ ხმას.

გამოკითხვაში მონაწილეობა თითო IP მისამართიდან დღეში ერთხელ შეიძლება.

www.superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული