სტუ "დინამოსთან" დამარცხდა და პლეი ოფში ვერ გავიდა

AutoSharing Option
"დინამოსა" და სტუ-სთვის რეგულარული ჩემპიონატი დამთავრდა. ტექნიკოსებისთვის კი მთლიანად სეზონი დასრულდა, რადგან პლეი ოფში ვერ გავიდა.

ამ გუნდების დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა: "დინამო" მე-6 ადგილზე ასრულებდა რეგულარულ ჩემპიონატს, სტუ კი - ბოლოზე.

რაკი ინტრიგა არ ახლდა, აღნიშნულ მატჩში გუნდები დაცვაში თამაშით თავს არ იწუხებდნენ. ამიტომაც იყო, დიდი ანგარიში რომ დაფიქსირდა. დინამოელებმა 111:88 მოიგეს, რაშიც განსაკუთებული წვლილი ფლინ კლაიმენმა და კენიონ კარტერმა დაიდეს.

ორივე ამერიკელმა ლეგიონერმა დინამოს 29-29 ქულა შესძინეს. 19 ქულა ჰქონდა დინამოელთა კიდევ ერთ ამერიკელ ლეგიონერ
ლამარ კარიმს.

რაც შეეხებათ სტუდენტებს, მათ შორის საუკეთესო ტატო ჩაჩიბაია გახლდათ, რომელმაც 22 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. 16 ქულა დააგროვა გიგა კვეტენაძემ, ზურა მაჩალაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 12 ქულა, 9 მოხსნა.

რეგულარულ ჩემპიონატს დღევანდელი ტურის ბოლო მატჩი დაასრულებს, რომელშიც "შსს-აკადემია" სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს ხვდება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია (დინამო): "სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ. ამ თამაშზე ბევრი სათქმელი არაფერი მაქვს, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მიღებული 88 ქულა საკმაოდ ბევრია და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. კარგია, რომ ყველას მივეცით თამაშის საშუალება. ახლა უკვე ცნობილია ჩვენი მომავალი მეტოქე და მოვემზადებით პლეი ოფისთვის".

ზურაბ ტომარაძე (სტუ): "ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და შედეგიც ლოგიკური იყო. დინამო ჩემი ფავორიტია, ძალიან დალაგებული და ორგანიზებული გუნდია და წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ დავამთავრეთ ჩემპიონატი და მინდა მადლობა ვუთხრა ყველას კარგი ორგანიზებისთვის. სამწუხაროა, რომ ვერ გავამართლეთ იმედები სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო".

ფლინ კლაიმენი (დინამო): "მიხარია, რომ მოვიგეთ. კარგად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თანაც თამაშის საშუალება ყველას მიეცა და ყველა მოთამაშემ ქულებით დაასრულა შეხვედრა".

ვატო თევზაძე (სტუ): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს, მართლაც ძალიან კარგი გუნდია, საკმაოდ ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ და წარმატებებს ვუსურვებ".

დინამო - სტუ 111:88


superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული