საკალათბურთო კლუბი "სოხუმი" სამების ტაძარში აკურთხეს

AutoSharing Option
სახლის აშენების წინ საძირკვლის კურთხევა ქართული ტრადიციაა. საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მშენებლობაც ახლა იწყება. ამიტომ, გუნდი გუშინ სამების ტაძარში აკურთხეს.

წმინდა ადგილას მისულმა კალათბურთელებმა საინტერესო დარიგება მოისმინეს: ღმერთს გამარჯვება კი არ სთხოვოთ, არამედ ის, რასაც იმსახურებთ. ბევრი იშრომეთ და დაგიფასდებათ...

"სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ სამომავლო გეგმები გაგვანდო:

- ჩაფიქრებული გვაქვს სერიოზული კლუბის მშენებლობა, რითაც კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი მინდია გულუა სერიოზულადაა დაინტერესებული. მისი პროექტი არა მხოლოდ "სოხუმისთვის" არამედ მთლიანად ქართული კალათბურთისთვის იქნება სასიკეთო.

სამების ტაძარში თანაგუნდელებთან ერთად იყვნენ ამერიკელები კარლ
და რიჩარდ დამუსები. სოხუმელები კოლეჯების ლიგაში გამოწვრთნილ მაიკ მაკრეირს შუა კვირაში ელიან. იგი უნივერსალი ფორვარდია.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული