სუპერლიგა 2012/13. 1/4-ფინალი. სიმბოლური ნაკრები: ლაშა და გიორგი

AutoSharing Option
სუპერლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩი 2:0 დასრულდა, ორიც 2:1. "ოლიმპმა" ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე დაამარცხა თსუ, ხოლო "შსს აკადემიამ", მართალია 2:0 მოუგო "სოხუმს", მაგრამ ორივე შეხვედრაში ბრძოლა ბოლო წუთებამდე მიმდინარეობდა.

მეტად თანაბარი გამოდგა "არმიასა" და "დინამოს" სამივე დაპირისპირება. საოცარი სანახავი იყო პირველი მატჩის ბოლო წამები: დინამოელებმა 8 წამში 4-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ერთი ქულის სხვაობით იმარჯვეს.

შეხვედრის გმირი ახალგაზრდა გიორგი ორმოცაძე გახდა, რომელმაც ბოლო წამზე ორქულიანს საჯარიმო მიაყოლა... მომდევნო ორ თამაშში ბოლო მომენტში ფორტუნამ "არმიას" მხარე დაიჭირა და
ნახევარფინალში შარშანდელი ფინალისტები
შეხვდებიან - "არმია"-"ოლიმპი".

რუსთაველთა და ქუთათურთა მეოთხედფინალური ბრძოლა მოულოდნელობით დაიწყო - რუსთავში სინათლე გამოირთო და პირველი მატჩი გადაიდო.

ნეით ბოუიმ ქუთაისში 31 ქულა ჩააგდო და "რუსთავს" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ "ქუთაისი" რუსთავში გასამართ ორივე თამაშს მოიგებდა.

მაგრამ იმერელთა ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა: სტუმრად ორივე რომ მოვიგოთ და ნახევარფინალში გავიდეთ, რას იტყვითო...

ყოჩაღ! - სწორედ ეს უნდა ითქვას ქუთაისელთა შესახებ, რომლებმაც რუსთავში მართლაც ორივეჯერ მოიგეს და ნახევარფინალში "შსს აკადემიას" შეუწყვილდნენ.

რადგან მეოთხედფინალში 10 მატჩი გაიმართა, საუკეთესო კალათბურთელის გამორჩევა რთული იყო. ზოგმა ორი შეხვედრა ჩაატარა ეფექტურად, ზოგმა - ერთი უმაღლეს დონეზე, ზოგი სამივე მატჩში სტაბილური იყო.

საბოლოოდ ჟურნალისტთა არჩევანი ორ კალათბურთელზე შეჩერდა, არმიელებზე, ლაშა გამყრელიძესა და გიორგი შარაბიძეზე. სათაურშიც სწორედ ეს მოთამაშეებია ნახსენები. გამყრელიძემ სამ მატჩში 40 ქულა და 31 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შარაბიძემ - 60 ქულა და 23 მოხსნა.

ალბათ, გასაკვირი არ იქნება, რომ სიმბოლურ ნაკრებში ძირითადად იმ გუნდების კალათბურთელები შევიდნენ, რომელთაც სერიაში 3-3 მატჩის ჩატარება მოუწიათ.

სუპერლიგა 2012/13. 1/4-ფინალი

არმია-დინამო 66:67, 77:75, 68:67
შსს აკადემია-სოხუმი 84:66, 80:67
ქუთაისი-რუსთავი 73:77, 79:75, 74:67
ოლიმპი-თსუ 99:64, 117:77

რეკორდები
ქულა
49 - ნეით ბოუი (რუსთავი)
2-ქულ 17/29; 3-ქულ 5/10; საჯ 0/2
09.03.13 სოხუმი-რუსთავი

მოხსნა
26 - სერგო ათუაშვილი (სოხუმი)
(მეტოქ: 5; საკუთ: 21)
09.03.13 სოხუმი-რუსთავი

პასი
12 - დეონტა ვონი
(შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
12 - მალხაზ აბაიშვილი
(რუსთავი)
04.02.13 რუსთავი-სტუ
12 - ზაურ ფაშაევი
(ქუთაისი)
06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი
12 - გივი ბაქრაძე (თსუ)
23.02.13 თსუ-ოლიმპი
12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)
23.02.13 სტუ-არმია
12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)
27.04.13 არმია-დინამო
12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
29.04.13 რუსთავი-ქუთაისი

ჩაჭრა
8 - ლევან ფაცაცია (ოლიმპი)
23.02.13 თსუ-ოლიმპი

დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული