მწვრთნელმა გვიპასუხა - როცა საქმე პლეი ოფს ეხება, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ, გაორმაგებული ენერგიით ვითამაშოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთო.
მართლაც, "ქუთაისმა" საოცარი ენერგიით ჩაატარა შეხვედრა დასაწყისიდან ბოლომდე და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
როცა საქმე რესურსს ეხება, ერთი გვარი უნდა ვახსენოთ - ბუბა კვიმსაძე. იგი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა მანამდეც იყო, მაგრამ მას მერე, რაც სერიოზული ტრავმის გამო იმერლებს
9 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ქუთაისი 71:73
შსს აკადემია 15 22 18 16
ქუთაისი 23 13 15 22
დავით უსტიაშვილი (ქუთაისი):
"დაძაბული მატჩი გამოვიდა, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. დიდ მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის. მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი კარგი თამაშისთვის. რაც შეეხება ფაშაევის ტრავმას, არ ვიცით, რამდენად სერიოზულია და მოუწევს თუ არა შემდეგი თამაშის გამოტოვება".
გეორგიოს კეცელიდისი (შსს აკადემია):
"კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით და ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ვულოცავ "ქუთაისს" გამარჯვებას. თამაში არა ბოლოს, არამედ პირველ მეოთხედში წავაგეთ, ტაქტიკური შეცდომები დავუშვით. მადლობა ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის. გავაკეთებთ თამაშის ვიდეოანალიზს და შევეცდებით, აღმოვფხვრათ ხარვეზები. მადლობას ვეტყვი მსაჯებს ასეთი სწორი მუშაობისთვის".
ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი):
"ნამდვილად სანახაობრივი და კარგი თამაში გამოვიდა. მადლობა ჩემი გუნდის თითოეულ წევრს. მადლობას ვეტყვი ჩვენს გულშემატკივრებსაც, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. გუშინდელი მარცხის შემდეგ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მწვრთნელის დარიგებები და ამან შედეგი გამოიღო. ვაჩვენეთ, რომ არ ვართ ადვილად დასამარცხებელი გუნდი და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".
ილია ლონდარიძე (შსს აკადემია):
"პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. დღეს შეცდომები დავუშვით დაცვაში. ამას აუცილებლად გამოვასწორებთ, რათა ქუთაისში მოგება შევძლოთ".
ოლიმპი-არმია
"ველოდით, რომ დღეს "არმია" უფრო დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა და ასეც მოხდა. სხვა სახის დაცვით დაგვიპირისპირდა", - განაცხადა ლევან ფაცაციამ.
მართლაც, წინა დღეს დიდი სხვაობით წაგების შემდეგ არმიელებმა "ოლიმპს" მტკიცე ზონური დაცვა შესთავაზეს და შედეგმაც არ დააყოვნა: ოლიმპელებს ფარქვეშ ისეთი დიდი უპირატესობა აღარ ჰქონიათ, როგორიც წინა მატჩში.
სამაგიეროდ, "ოლიმპმა" ამჯერადაც ბევრი შორეული ტყორცნა გამოიყენა (9 სამქულიანი) და საბოლოოდ სერიაში 2:0 დაწინაურდა.
9 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
ოლიმპი-არმია 75:68
ოლიმპი 18 16 20 21
არმია 8 20 17 23
გია კაზანჯიანი (ოლიმპი):
"ვიცოდით, რომ "არმიასთან" სერიოზული ბრძოლა გველოდა და გუნდთან ამაზე საუბარი მქონდა. მაქსიმალური კონცენტრაცია ვთხოვე ბიჭებს. გადამწყვეტ მომენტში კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა "არმიას" ასეთი თამაშისთვის".
კოტე ტუღუში (არმია):
"მივულოცავ "ოლიმპს" გამარჯვებას. მადლობა ჩემს ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს. "ოლიმპი" ჩვენზე ძლიერი გუნდია და დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა იმედი მაინც გვაქვს, რომ შემდეგი თამაშის მოგება შეგვიძლია".
გიორგი ჯგერენაია (არმია):
"წინა თამაშთან შედარებით, უკეთ გავისარჯეთ, თუმცა მაინც ვერ მოვახერხეთ მოგება. განვიხილავთ თამაშს, ვიდეოანალიზს გავაკეთებთ და იმედია, მოვახერხებთ შეცდომების გამოსწორებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები