"დინამომ" სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" სუპერლიგის მიმდინარე სეზონის მე-5 ადგილის მფლობელია.

ირაკლი ხოშტარიას გუნდმა პლეი აუტის პირველ რაუნდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა, დღეს კი "სოხუმსაც" სძლია და სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.

მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოპოვება. "სოხუმიც" შედეგიანად უტევდა და "დინამოც" - ორივე გუნდმა ჯამში 17 სამქულიანიჩააგდო.

პირველი მეოთხედი დინამოელებმა 1 ქულის სხვაობით - 22:21 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე სოხუმელები ლიდერობდნენ - 44:39.

თანაბარი თამაში ბოლო წუთებამდე გაგრძელდა, მატჩის ბედი კი დინამოელთა სიზუსტემ
გადაწყვიტა. ლამარ კარიმმა სამქულიანი ჩააგდო, სწრაფ შეტევაში მოხდენილადაც ჩატენა, რის შემდეგაც დინამოელებმა მოსაგებად საჭირო ლიდერობა მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 35 ქულით ლამარ კარიმი გახდა, ხოლო მილან ოულიჩმა ორმაგი დუბლი (18 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა. სოხუმელთა შორის 24 ქულით ბომბარდირი ვახტანგ ქადარია გახდა, ხოლო ირაკლი ჩლაიძემ 23 ქულა და 7 პასი მიითვალა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია (დინამო): "მივესალმები ვაჟას, ჩემს მეგობარს და მთლიანად "სოხუმს". მოსაგებად გამოვედით. მე-5 ადგილი მე-6-ს ჯობია, ეს არის და ეს. მადლობას გადავუხდი ყველას, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, მოწინააღმდეგე გუნდებს, ჩემს ბიჭებს. მადლობას ვეტყვი ლამარ კარიმს, არაჩვეულებრივ კალათბურთელს და პიროვნებას, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა, როგორც მეგობარი".

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "დინამო" ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ძალიან ძლიერი გუნდია და მიხარია, რომ ეს გუნდი უკვე 2 წელია არსებობს. მოგება შეგვეძლო, თუმცა დაღლილობამაც იმოქმედა და ვერ გავიმარჯვებთ".

ლამარ კარიმი (დინამო): "მადლობა მოწინააღმდეგეს და მადლობა ჩემს გუნდს. სოხუმთან თამაში ყოველთვის საინტერესოა. ეს გამარჯვება ეკუთვნის "დინამოს" და პირველ რიგში მწვრთნელს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა გუნდისთვის".

ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი): "უპირველეს ყოვლისა, მივულოცავ მეტოქეს. ჩვენც მოსაგებად ვიყავით გამოსულები, შანსები 50-50-ზე იყო. რაც მთავარია, ბრძოლა შედგა. დიდი მადლობა "სოხუმს", ბატონ მინდია გულუას, რომელმაც "სოხუმის" სახით ერთი დიდი ოჯახი შექმნა და წელსაც მოგვეცა საშუალება სუპერლიგაში გვეასპარეზა. სიამოვნებით გავაგრძელებ ამ გუნდში თამაშს".

დინამო - სოხუმი 94:85

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული