ეს იმას ნიშნავდა, რომ ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა და სერიაშიც თანაბარ ბრძოლებს უნდა დავლოდებოდით.
ასეც მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ "ოლიმპთან" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, მეოთხე პერიოდის დასაწყისში, მიხეილ ბერიშვილის სამქულიანების წყალობით, ოლიმპელებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 61:62.
სამქულიანები ვახსენეთ და ამ კომპონენტმა დიდწილად იმოქმედა მატჩის შედეგზე. პირველ ტაიმში მხოლოდ
სხვათა შორის, მას მერე, რაც "ოლიმპმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (მეოთხე რაუნდში), "შსს აკადემიას" კალათბურთელებმა ასევე სამქულიანებით სხვაობა ჯერ ხუთ ქულამდე გაზარდეს, შემდეგ - რვამდე და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ძალოვნებმა საბოლოოდ მოახერხეს ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება. მართალია, ეს უპირატესობა შთამბეჭდავი არ იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის მაინც საკმარისი აღმოჩნდა.
21 მაისს სერიის მეორე მატჩია და როგორც მწვრთნელებმა თქვეს, კიდევ უფრო საინტერესო ორთაბრძოლა უნდა გამოდგეს. 18 საათზე სპორტის სასახლეში გელით.
მატჩის შემდეგ:
გეორგიოს კეცელიდისი (შსს აკადემია):
"როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, დიდი წარმატება იყო ჩვენთვის ფინალში გასვლა. ალბათ, სეზონის დასაწყისში ზოგი არც ელოდა ჩვენგან ამ შედეგს.
მოვედით, რათა აგვეღნიშნა ფინალში გასვლა და ამ სიხარულს დაემატა საქართველოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება.
ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ "ოლიმპთან" თამაშისას, რომელსაც ძალიან კარგი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს, არასდროს შეიძლება მოდუნება. დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია დავკარგეთ და მაშინვე მეტოქემ 3 სამქულიანი ჩააგდო.
ორივე გუნდისთვის ძალიან რთული იქნება ხვალინდელი თამაში, რადგან წარმოუდგენელია ზედიზედ ორი თამაშის ასეთ დონეზე ჩატარება.
დავისვენებთ და განვეწყობით მეორე მატჩისთვის და შევეცდებით, კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ".
გია კაზანჯიანი (ოლიმპი):
"ვულოცავ "შსს აკადემიას" გამარჯვებას. ყველა კომპონენტში გვაჯობეს - მოხსნებში, პასებში, ჯარიმებში. შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.
თუმცა სერია ახლა დაიწყო, ყველაფერი წინაა და ვეცდებით, ხვალ უკეთესად ვითამაშოთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში".
ბენჯამინ რეიმონდი (შსს აკადემია):
"განსხვავებით თასის გათამაშებისა, სუპერლიგის ყოველ თამაშს ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს და მაქსიმუმს ვაკეთებთ".
მიხეილ ბერიშვილი (ოლიმპი):
"იმედია, გამოვასწორებთ შეცდომებს და აგრესიულად შევხვდებით მეორე თამაშს. გპირდებით, ხვალინდელი შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"