სუპერლიგა 2012-13. III ადგილისთვის: წელს "არმია" ბრინჯაოს დასჯერდა

AutoSharing Option
"ქუთაისმა" შარშანდელი შედეგი ვერ გაიმეორა. მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისში, "არმიასთან" 57:68 დამარცხდა.

თავის მხრივ კი, არმიელები უტიტულოდ არც ამჯერად დარჩნენ. მათ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონობა არ დაუთმიათ, წლეულს კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა პირველმა პერიოდმა, რომელშიც "არმიას" ყველაფერი გამოუვიდა, "ქუთაისს" - არაფერი.

ამაში თავად დარწმუნდებით, თუ მეოთხედების ანგარიშებს გადახედავთ.

სუპერლიგა 2012-13. III ადგილისთვის
20 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
არმია-ქუთაისი 68:57
23:9, 16:17, 15:16, 14:15
არმია: გამყრელიძე (8პ, 4ჩ), ბოისა (3ქ), წივწივაძე (3ქ), ლეჟავა (11ქ,
11მ, 3პ, 3ჩ), საყვარელიძე (7ქ, 6მ), შარაბიძე (8ქ, 6მ), ჯგერენაია (9ქ, 6მ), ფარღალავა (27ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ, 4პ), ბაბუნაშვილი, დიდია (5ქ, 6მ), კვიმსაძე (15ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (2ქ), გ. ბარბაქაძე (15ქ), მათიაშვილი (15ქ, 19მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული