თავის მხრივ კი, არმიელები უტიტულოდ არც ამჯერად დარჩნენ. მათ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონობა არ დაუთმიათ, წლეულს კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა პირველმა პერიოდმა, რომელშიც "არმიას" ყველაფერი გამოუვიდა, "ქუთაისს" - არაფერი.
ამაში თავად დარწმუნდებით, თუ მეოთხედების ანგარიშებს გადახედავთ.
სუპერლიგა 2012-13. III ადგილისთვის
20 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
არმია-ქუთაისი 68:57
23:9, 16:17, 15:16, 14:15
არმია: გამყრელიძე (8პ, 4ჩ), ბოისა (3ქ), წივწივაძე (3ქ), ლეჟავა (11ქ,
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ, 4პ), ბაბუნაშვილი, დიდია (5ქ, 6მ), კვიმსაძე (15ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (2ქ), გ. ბარბაქაძე (15ქ), მათიაშვილი (15ქ, 19მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"