სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა

AutoSharing Option
25 სექტემბერს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომელმაც მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

- საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება არა უგვიანეს 2013 წლის 14 დეკემბრისა.

- გამგეობამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე.

- გამგეობამ დაამტკიცა 2013-14 წლების ჩემპიონატის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები.

ჩემპიონატი დაიწყება 2013 წლის 19 ოქტომბერს და მასში მონაწილეობას მიიღებს 9 გუნდი: "შსს აკადემია", "ოლიმპი", "არმია", "ქუთაისი", "დინამო", "სოხუმი", "რუსთავი", "ბათუმი", "მაკაბი". 5 ოქტომბერს დაიწყება დუდუ დადიანის მემორიალი.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული