ოპერაცია რუსთავში

AutoSharing Option
სეზონის წინ "სამედიცინო" რამდენიმე გამოცდილი კალათბურთელით გაძლიერდა, თუმცა IV ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდა. გუშინ, "მედიკოსები" რუსთავს ეწვივნენ და ბევრი ჩემპიონი მასპინძლების გამარჯვებას ელოდა.

პირველი ტაიმის ბოლომდე მოვლენები რუსთაველთათვის სასიკეთოდ ვითარდებოდა. მეორე 20 წუთში კი ყველაფერს თავდაყირა დადგა. თავდაყირა "ენერჯისთვის", თორემ "სამედიცინო" რუსთავში წასაგებად ნამდვილად არ ჩასულა. ეს მეორე ტაიმშიც დადასტურდა: ერთმანეთზე უკეთესად ათამაშდნენ გულისაბედაშვილი, ჩაჩიბაია, ბექაური, ნინიაშვილი, თავართქილაძე და სტუმრები ჯერ 55:52 დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის ბედი სირენამდე 2 წუთით ადრე გადაწყვიტეს - 63:55.

მესამე მეოთხედის ბოლოს რუსთაველმა დავით არწივიძემ არასპორტული
ჯარიმა მიიღო, რასაც მისი აღშფოთება და აყალ-მაყალი მოჰყვა. არწივიძემ ტექნიკურიც დაიმსახურა და პროტესტის ნიშნად დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა.

დღეს მეოთხე ტურის სამი თბილისური შეხვედრა გაიმართება.


სუპერლიგა. IV ტური
19 ნოემბერი
რუსთავი, ქიმიკოსთა დარბაზი

ენერჯი-სამედიცინო 62:70
20:15, 17:14, 9:15, 16:26
ენერჯი: მაჭავარიანი (10ქ), ცეკვავა (14ქ, 9მ, 3პ), წივწივაძე (2ქ, 5მ, 6პ), აბაიშვილი (16ქ), გუგავა (2ქ), არწივიძე, ტუჯანი (14ქ, 8მ, 4ჩ), ლამუ (4ქ, 10მ, 2დ).
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (10ქ, 11მ, 3პ, 7ჩ), ჩაჩიბაია (13ქ, 5ჩ), თავართქილაძე (8ქ, 7პ, 5ჩ), ბექაური (12ქ, 7მ), ნინიაშვილი (22ქ), როდუმტა (1ქ, 5მ), ჭოჭუა (4ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე


ფოტო: superleague.ge




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული