პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "ოლიმპი" და "შსს აკადემია" დაუპირისპირდნენ. მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად კი დაიწყო, თუმცა საბოლოოდ აკადემიელთა იოლი გამარჯვებით - 75:50 დასრულდა.
პირველი მეოთხედი ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა 15:14 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდიდან შსს-ელებმა თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორეს, სწრაფი გარღვევებითა და ზუსტი შორი ტყორცნებით მეტოქეს გაქცევა მოუწყვეს.
მეორე მეოთხედი არჩილ ჟღენტის გუნდმა 21:6 მოიგო და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. "ოლიმპის" მოთამაშეებმა ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 25-ქულიანი
აკადემიელთაგან ბომბარდირი ლევან გოგალაძე გახდა 18 ქულით, რომელმაც პირად ანგარიშზე 7 პასიც ჩაიწერა. 13 ქულა დააგროვა შოთა გელაზონიამ, ხოლო ლევან გორდულაძემ და ლევან ლოლიშვილმა ოლიმპელებს 10-10 ქულა ჩაუგდეს. დამარცხებულთაგან 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ირაკლი მიქელაძემ დაძლია - 12.
მატჩის შემდეგ:
ზაზა ცაგარეიშვილი, "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენი გუნდი ჩამოყალიბების პროცეშია და ეს მატჩი კარგი იყო იმ მხრივ, რომ დაგვანახვა ის ხარვეზები, რაზეც გვმართებს მუშაობა. გუნდში დღეს პირველად ითამაშა ირაკლი მიქელაძემ, თუმცა გვაკლია ნოდარ გოგოძე და თემურ ფხაკაძე, რომლებიც უნივერსიადაზე თამაშობენ და საზღვარგარეთ არიან. როცა ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბებით, უფრო იოლი იქნება პრობლემებზე მუშაობა და მათი გამოსწორება".
არჩილ ჟღენტი, "შსს აკადემიას" მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალური შემადგენლობით. რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, რომელთა დაბრუნების შემდეგაც იმ ხარვეზებს აღმოვფხვრით, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. დღეს ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ჩვენთვის საკმარისი არაა მხოლოდ მოგება. გუნდის ხელმძღვანელობის მიზანი კალათბურთელების სწორი მიმართულებით განვითარება და მათ მხრიდან გამართულად თამაშია. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ".
წყარო: u-20.ge