ძალოვან სამინისტროთა გუნდები ყოველთვის ამბიციურები იყვნენ და მათი დაპირისპირება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა. მე-3 ტურის ბოლო შეხვედრაში "არმია" და"შსს-აკადემია" ერთმანეთის პირისპირ წარდგენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა მეორე ნახევარში არმიელებმა საკუთარი თამაში იპოვეს და სოლიდური უპირატესობის მოპოვებით შეხვედრას ინტრიგა დაუკარგეს.
პირველი მეოთხედი ქულა-ქულაში წარიმართა და "არმიის" 2-ქულიანი გამარჯვებით - 14:12 დასრულდა. არც მეორე მეოთხედში დაუთმეს შსს-ელებმა მეტოქეს არაფერი, თუმცა არმიელები მცირე უპირატესობას მაინც ფლობდნენ.
კოკა ტომარაძის
საბოლოოდ, თამაში ისე დამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. "არმიამ" შეხვედრა 15 ქულის სხვაობით - 70:55 მოიგო და "ქუთაისთან" ერთად სუპერლიგის ცხრილის სათავეში გამაგრდა.
არმიელებს 16 ქულით ბუბა კვიმსაძემ ულიდერა, 15 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
აკადემიელთაგან ათქულიანი ზღვარი მხოლოდ ტომარაძემ დაძლია, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.
წყარო: superleague.ge