ასეც მოხდა - ირაკლი ხოშტარიას გუნდმა დიდი სხვაობით - 97:62 დაამარცხა "რუსთავი" და მიმდინარე სეზონს დაუმარცხებელი განაგრძობს.
დიდი შესვენებისთვის ყველაფერი გარკვეული იყო. დინამოელებმა პირველი პერიოდის 8 ქულით მოგების შემდეგ მეორეში 20:6 იმარჯვეს და პირველი ტაიმის შემდეგ 41:19 დაწინაურდნენ. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, თუ რა სხვაობით მოიგებდა "დინამო".
ხოშტარიას გუნდმა საბოლოოდ 35-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, რაშიც ლომის წილი სტევან მილოშევიჩს მიუძღვის.
09.11.13, 16:00
დინამო-რუსთავი 97:62
დინამო 21 20 29 27
რუსთავი 13 6 22 21
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "მივესალმები "რუსთავს", დიდი ტრადიციების მქონე გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს მესამე ოფიციალური თამაში იყო და ვცდილობთ, სათამაშო კომპონენტები დავხვეწოთ. მართალია გავიმარჯვეთ, თუმცა ბევრი ხარვეზი გვაქვს. წინა რთული თამაშების შემდეგ დღეს უფრო იოლი მატჩი გვქონდა და ყველას მიეცა თამაშის საშუალება. სწორედ ეს გვინდა, რომ ახალგაზრდები გაიზარდნონ და ჩვენმა გუნდმაც არა მხოლოდ ლეგიონრების, არამედ ქართველი მოთამაშეების ხარჯზეც მიაღწიოს წარმატებას".
ბადრი კიკვიძე ("რუსთავის" მწვრთნელი): "მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას, დღეს ყველა კომპონენტში დაგვჯაბნეს, სასურველია, ჩვენს ბიჭებს მეტი მონდომებით ეთამაშათ. შევეცდებით ვარჯიშებზე გამოვასწოროთ შეცდომები და მომავალში უფრო მოვუმატოთ ხარისხს".
გიორგი თვალაბეიშვილი ("დინამო"): "პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ჩემთვის პირველი თამაში იყო, შევეცადე მწვრთნელის დარიგებები შემესრულებინა და ძალიან ბედნიერი ვარ".
წყარო: superleague.ge