ენერჯისა და არწივიძის გზები გაიყო

AutoSharing Option
"ენერჯი"-"სამედიცინოს" მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ: "რუსთაველთა უკანახაზელმა დავით არწივიძემ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რასაც მისი აღშფოთება და აყალმაყალი მოჰყვა. არწივიძემ ტექნიკურიც მიიღო და პროტესტის ნიშნად დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა."

ამ ინციდენტს საბოლოოდ არასახარბიელო შედეგი მოჰყვა - დავით არწივიძისა და "ენერჯის" გზები გაიყო. ამ ამბავთან დაკავშირებით რუსთაველთა მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ დისციპლინის დარღვევის გამო არწივიძე "ენერჯიდან" დაითხოვეს.


ფოტო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული