რუსთაველებმა სტუმრებს ახალგაზრდული ენერგია შეაგებეს და სენსაციაც "გამოაცხვეს". გამარჯვებულთაგან გამორჩეული ლევან ხმელიძე იყო, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა.
სერგო ათუაშვილის ტუნისში წასვლის შემდეგ საკმარისი სათამაშო დრო ერგო გიორგი ყველაშვილს და კინაღამ სამმაგ დუბლს გამორჩა - 14 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი.
"ბათუმს" დროებით გამოაკლდა ცენტრი ნემანია მიშკოვიჩი (ოჯახური გარემოებების გამო სერბეთში გაემგზავრა)... თუმცა შაბათს "არმიამ" იმდენად დამაჯერებლად ითამაშა, რომ ვერც მიშკოვიჩი უშველიდა და, ალბათ, ვერც საუკეთესო ფორმაში მყოფი
მასპინძლებს ყველა კომპონენტში ჰქონდათ უპირატესობა.
მე-11 ტურამდე სუპერლიგის რეკორდსმენი მაქაბელი გიორგი რევაზაშვილი იყო - 31 ქულა. სწორედ მასთან დაპირისპირებაში მოხსნა ეს რეკორდი ოლიმპელმა რიჩარდ მათიაშვილმა, რომელმაც 34 ქულას მოუყარა თავი.
მატჩის წინ სპორტის სასახლეში შუქი ჩაქრა და შეხვედრაც დაგეგმილზე გვიან დაიწყო. თუმცა ამაზე უარესი ამბავიც გვაქვს: "სოხუმისა" და პეტარ ივანოჩის გზები გაიყარა, ხოლო უფულობის გამო არ ითამაშა ჯერემი საიმონსმა.
პრესკონფერენციაზე გუნდის ლიდერმა ირაკლი ჩლაიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა:
- მე, როგორც კაპიტანმა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს, ლეგიონერებიდან დაწყებული, რომლებიც ამდენი ხანი უხელფასოდ თამაშობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ გუნდის წარმატებისთვის.
ჯერემი საიმონსმა ფინანსური პრობლემების გამო დღეს არ ითამაშა და მისი ძალიან კარგად მესმის, პეტრას ივანიჩმა კი გუნდი დატოვა. მადლობას ვეტყვი მათ თავდადებული ბრძოლისთვის. რაც შეგვეხება ქართველ მოთამაშეებს, ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომეთ, რომ ვარჯიშები არ გაცდენილიყო და ყველა თამაში ღირსეულად ჩაგვეტარებინა, თუმცა თავს ზემოთ ძალა აღარაა. იმის მაგივრად, რომ ნორმალურმა მოთამაშემ თანდათან მოუმატოს, ჩვენ პირიქით, უკან მივდივართ.
არადა, ყველას ახსოვს, როგორ კარგად დავიწყეთ სეზონი, მოვიგეთ დუდუ დადიანის მემორიალი და კარგი თამაში ვაჩვენეთ საკანდელიძე-ქორქიას თასის ფინალში, "დინამოს" წინააღმდეგ.
მივმართავ გუნდის პრეზიდენტ მინდია გულუას და მოვუწოდებთ, თუ სურს, "სოხუმის" გუნდი დასაცინი არ გახდეს და კიდევ შეძლოს მეტოქეების წინააღმდეგ ღირსეული თამაშის ჩვენება, დაფაროს დავალიანება.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ძალას გვმატებდა და გვამხნევებდა. გუნდის დღევანდელი მდგომარეობა ჩემთვის ძალიან საწყენია.
რუსთავი-ქუთაისი 87:81
17:27, 18:18, 30:10, 22:26
რუსთავი: მაჭავარიანი (13ქ, 6მ, 3პ), არწივიძე, ხმელიძე (23ქ, 7მ, 6პ), აბაიშვილი (7ქ, 4პ), ჩაჩანიძე (18ქ, 4პ), ყველაშვილი (14ქ, 12მ, 6პ, 3ჩ), ჯ. არაბული (6ქ, 2დ), გუგავა, მაისურაძე (6ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (16ქ, 3პ), გრძელიძე (5ქ), დიდია (6ქ, 8მ), ცეკვავა (8ქ, 9პ, 3ჩ), დ. დვალიშვილი (1ქ), ცირეკიძე (2ქ), დ. ბარბაქაძე (24ქ, 7მ), გ. ბარბაქაძე (7ქ, 5მ, 3პ), ა. დვალიშვილი (12ქ, 11მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
არმია-ბათუმი 93:65
24:14, 19:12, 23:21, 27:18
არმია: ბაბუნაშვილი (5ქ, 5მ), ბაბიაშვილი (6ქ, 5მ), ბოისა, ბერიშვილი (19ქ, 6მ, 4პ), ჯგერენაია (12ქ, 7მ, 4დ), წივწივაძე (13ქ, 8მ, 7პ), ტუჯანი (7ქ, 4პ, 6მ), შარაბიძე (18ქ), კვეტენაძე (1ქ), ჩაჩიბაია (10ქ, 6მ), კეიდია (2ქ).
ბათუმი: რამიშვილი (9ქ, 3ჩ), ნინუა, ელიაშვილი (2ქ), მაკქეფრი (2ქ), კეშელავა (3ქ), კობიძე, ბოლქვაძე, ელიაძე, ქედუგანი (27ქ, 7მ, 5პ), სეფოლდი (14ქ, 6მ, 3პ), ჯექსონი (8ქ, 7მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
მაქაბი-ოლიმპი 74:116
16:30, 21:32, 20:24. 17:30
მაქაბი: ტეტელაშვილი (3ქ, 4პ), გულმაგარაშვილი (2ქ), ელბაქიძე, მ. რევაზაშვილი (6ქ), პატარაია (2ქ), ბეშქენაძე (3ქ), გ. რევაზაშვილი (19ქ, 12მ, 3პ, 3დ), ლ. რევაზაშვილი (13ქ, 6მ), ფერიაშვილი (15ქ, 10მ, 3დ), ნანიტაშვილი (11ქ, 6პ).
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (3ქ, 4პ), მიქელაძე (5ქ), თავართქილაძე (3ქ), ხანიაშვილი (24ქ), თენიეშვილი (8ქ, 4პ), ათანელიშვილი (5ქ, 8მ), ჩიტაშვილი (17ქ, 5მ, 5პ, 5ჩ), ფხაკაძე, ალხანაიძე (3ქ, 7მ), მათიაშვილი (34ქ, 11მ, 5პ, 3ჩ), ხიზანიშვილი (14ქ), ლომიძე.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
სოხუმი-დინამო 59:93
15:31, 14:20, 10:23. 20:19
სოხუმი: გოლეთიანი, ჩლაიძე (21ქ), კოპალიანი, მეგენეიშვილი, შვანგირაძე (13ქ), გაბისონია (2ქ), ბააკაშვილი (6ქ, 6მ, 5პ), ქადარია (12ქ, 8მ, 5პ, 4დ), დეკანოიძე, ბექაური (5ქ, 8მ).
დინამო: გამყრელიძე (11ქ, 7პ), ს. ლეჟავა (2ქ), კარტერი (14ქ, 11მ, 3პ), ბ. ლეჟავა (11ქ, 5მ, 3პ), ვახანია, ბიბილური (2ქ), მილოშევიჩი (22ქ, 11მ, 3პ), პეშიჩი (13ქ, 8მ), ჭოჭუა (8ქ, 6მ, 3პ), ანთაძე (5ქ, 3პ), სტოიაკოვიჩი (5ქ, 5პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 11 8 2 870/725 18
2. დინამო 9 8 1 796/591 17
3. ბათუმი-რსუ 11 6 5 899/879 17
4. ქუთაისი 10 7 3 850/711 17
5. სოხუმი 10 5 5 771/717 15
6. შსს აკადემია 9 5 4 702/657 14
7. რუსთავი 10 3 7 673/798 13
8. ოლიმპი 10 2 8 871/901 12
9. მაქაბი 10 0 10 760/1213 10
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"