ფარღალავას ბალოჩკამ ჩამოაკითხა

AutoSharing Option
"სოხუმთან" ერთად მეოთხე უცხოელი ვარჯიშობს - პერტას ბალოჩკა. ამ კალათბურთელის გვარი პირველად ოთხი წლის წინათ გავიგე, ლაშა ფარღალავამ მითხრა: "პენსაკოლაში" ყველაზე ახლოს ლიტველ ბალოჩკასთან ვარო. ფარღალავა-ბალოჩკას დუეტმა პენსაკოლას იუნიორთა კოლეჯის დასრულების შემდეგ ჰავაის უნივერსიტეტს მიაშურა და კოლეჯების უმაღლეს ლიგაში კუნძულელთა ღირსებას იცავდა.

პეტრასი და ლაშა ევროპაში ერთდროულად დაბრუნდნენ: ფარღალავა ამ სექტემბერში ლიტვის "პალანგაში" ვარჯიშობდა, ხოლო ბალოჩკა - "ლიეტუვოს რიტასში". ქართველმა პალანგელთა რიგები ოქტომბერში დატოვა და "სოხუმში" ჩაირიცხა...

გავიდა ერთი თვე და პეტრას ბალოჩკამ ფარღალავას საქართველოში ჩამოაკითხა. ლოგიკურად, ჩნდება კითხვა: მეგობრები
კარიერას კვლავ ერთმანეთის გვერდით გააგრძელებენ, თუ - არა? ამ კითხვით "სოხუმის" თავკაც ვაჟა კვარაცხელიას მივმართეთ.

- პეტრასი ლაშასთან კერძო ვიზიტითაა ჩამოსული. ვიდრე, საქართველოში იქნება, ჩვენთან ივარჯიშებს, კარგი მეფარეა და ჩვენი ტანმაღლები მასთან წვრთნით ბევრს შეიძენენ. რაც შეეხება ბალოჩკას მომავალს, იგი კარიერის გაგრძელებას ბრაზილიაში აპირებს, სადაც მეუღლე და შვილი ჰყავს. თუ ეს ვარიანტი არ გამოვიდა, შეიძლება ჩვენ დაგვეხმაროს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული