საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორი გელა წულაძე 2009-10 წლების სეზონში "სამედიცინო/აკადემიას" წვრთნიდა. წლეულს ეს გუნდი ორად გაიყო და უმაღლეს ლიგაში "სამედიცინო" თამაშობს, რომელსაც სერგო იშხნელი წვრთნის.
გელა წულაძე უმაღლეს ლიგას გუშინ დაუბრუნდა, შსს-ს მთავარი მწვრთნელის, არჩილ ჟღენტის კონსულტანტად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ იგი სხვადასხვა დროს თსუ-სა და კადეტთა ნაკრების თავკაცად მუშაობდა.