სუპერლიგის III ტურის ცენტრალური მატჩი "შსს აკადემიამ" მოიგო

AutoSharing Option
8 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის III ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "შსს აკადემია" "სოხუმს" დაუპირისპირდა და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა - 85:74.

"შსს აკადემიამ" მატჩი უკეთ დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულითაც მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედში სოხუმელებმა იყოჩაღეს და ტაიმის თავიანთ სასარგებლოდ ჩაამთავრეს (43:32).

მეორე ტაიმი უკვე "შსს აკადემიას" უპირატესობით წარიმართა და საბოლოო გამარჯვება კოტე ტუღუშის გაწვრთნილებს დარჩათ.

ტური "ოლიმპსა" და "დინამოს" შეხვედრით დასრულდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული