სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა

AutoSharing Option
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურის - მთლიანად კი, მიმდინარე სუპერლიგის 144-ე შეხვედრა ტყიბულში გაიმართა. იმერეთის კალათბურთის ფედერაციის ინიციატივას "ქუთაისის" მეტოქე "მარნეული" დათანხმდა, იდეას მხარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დაუჭირა და შეხვედრას ტყიბულის განახლებულმა და კომფორტულმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

მატჩზე დასასწრებად ტყიბულში ჩავიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ფედერაციის თანამშრომლები. ტყიბულის სპორტის სასახლეში, ცხადია, იმერეთის კალათბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

საკალათბურთო მატჩის ტყიბულში გამართვა 5 აპრილს დაღუპული 6 მეშახტის ხსოვნის პატივის მიგებას და მათი ოჯახებისთვის და მთლიანად
ქალაქის მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ემსახურებოდა.

ამასთან ერთად, ტყიბულში სუპერლიგის მატჩის ჩატარება ამ ქალაქში სპორტული ცხოვრების გააქტიურებას, მოზარდების კალათბურთით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მასობრივად ქცევას შეუწყობს ხელს.

რამდენიმე დღის წინ სწორედ ტყიბულმა უმასპინძლა იმერეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ რეგიონის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, რომლის გამორჩეული მოთამაშეებიც სუპერლიგის მატჩის შესვენებაზე პაატა გურასპაულმა და რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააჯილდოეს.

კოტე ტუღუში - "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი:

"ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს თამაში ტყიბულში ჩატარდა. დიდი მადლობა ჩვენს დღევანდელ მეტოქე "მარნეულს", რომელიც დაგვთანხმდა ამ წინადადებაზე, ჩამოვიდა ტყიბულში და ვფიქრობ, რომ ამ ქალაქისთვის, მთლიანად ქართული კალათბურთისთვის ძალიან გამორჩეული დღე იყო. გავიმეორებ, რომ ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ, მით უმეტეს, რომ წინ საქართველოს თასის ფინალი გვაქვს და ბევრი რამის გამოსწორება გვმართებს".

საბა ლობჟანიძე - "მარნეულის" კალათბურთელი:

"პირველ რიგში, ვიზიარებ ამ ქალაქში მომხდარ ტრაგიკულ ამბავს. მივესალმები, რომ ეს მატჩი ტყიბულში ჩატარდა. მაყურებელიც ბლომად იყო, აქტიურობდა და ეს კარგ აურას ქმნიდა სათამაშოდ. "ქუთაისი" ფავორიტი, კარგად დაკომპლექტებული და ძალიან ძლიერი გუნდია.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად და მიზანთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ბოლოს გადაღლილობამ იჩინა თავი და დავმარცხდით. წინ პლეი-ოფია, მოვემზადებით და იმედი მაქვს, უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ".

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0