ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგის გუნდებს შეხვდა

AutoSharing Option
სუპერლიგის კლუბების წარმომადგენლები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

მიზეზი კალათბურთის ფედერაციის ახალი ბიუჯეტი და მასში კლუბებისთვის გათვალისწინებული თანხების რაოდენობა იყო.

მოგეხსენებათ, სახელმწიფომ საკალათბურთო სუპერლიგის გუნდებისთვის თანხები გამოჰყო და მათი გაცემა იანვრის თვიდან იგეგმება.

ფედერაციის ოფისში გამართულ შეხვედრას სუპერლიგის შვიდი გუნდის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა კლუბების ხელმძღვანელებს ის კრიტერიუმები გააცნეს, რაც სპორტის სამინისტრომ ფედერაციის ბიუჯეტის განკარგვისთვის დააწესა.

შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და საბოლოოდ მხარეები ყველა საკითხზე შეჯერდნენ.

წყარო: gbf.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული