ტურის მოვლენა
მგზავრები ბათუმში
მეცხრე ტურში "ბათუმმა" ქუთაისში ადგილობრივი გუნდი დაამარცხა და ჩემპიონატის ფავორიტებს პირდაპირ უთხრა - მეც თქვენ შორის ვარო. გავიდა ერთი კვირა და "ბათუმი" შინ "მგზავრები-არმიასთან" დამარცხდა, გუნდთან, რომელსაც მანამდე ერთი მოგება ჰქონდა. ამის შემდეგ როგორი იქნებოდა "მგზავრების" შეტყობინება ფავორიტებისადმი? - მარტივი: მიფრთხილდით! "სოხუმმა" თბილისში კინაღამ "შსს აკადემია" დაამარცხა, ხოლო "ოლიმპი" უკვე მერამდენე მატჩია, თანაბრად ეთამაშება მოქმედ ჩემპიონ "დინამოს".მგზავრები ბათუმში
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ფავორიტი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სტატუსია, რადგან წლევანდელ სუპერლიგაში ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. ეს პირველობას
ტურის მოთამაშე
ზაურ ფაშაევი
ზედა აბზაცის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად არავის გაუკვირდება, რომ ტურის ოთხივე მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიილია. ცენტრალური შეხვედრის გამორჩევაც რთულია, თუმცა ქუთაისურ მატჩს მაინც სხვა დაძაბულობა ახლდა. თამაშის მოგება "რუსთავს" არ დაანება ზაურ ფაშაევმა. მან 11-ქულიანი ჩამორჩენა არაფრად ჩააგდო, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა და "ქუთაისს" 106:99 მოაგებინა.ზაურ ფაშაევი
ზაურმა საკუთარი 26-დან 20 ქულა მეოთხე პერიოდში ჩააგდო. ეს იშვიათი შედეგია, რასაც ნამდვილად არ აუფასურებს გიორგი მარკოიშვილის რამდენიმე წლის წინანდელი მიღწევა: თსუ-ელმა გიორგიმ ერთ მეოთხედში 40 ქულა ჩააგდო. ეს იყო საქართველოს ისტორიის რეკორდ-მატჩი - მარკოიშვილმა ყველაზე მეტი, 75 ქულა მიითვალა.
ტურის რიცხვი
24
სეზონის კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა მეათე ტურში: "დინამოსთან" შეხვედრაში ოლიმპელმა მარკო დუიკოვიჩმა ბურთი ერთბაშად 24-ჯერ მოხსნა და ერთით გააუმჯობესა დინამოელი გარიკ შერმანის 23-მოხსნიანი რეკორდი.24
X ტური
ბათუმი-მგზავრები 59:61
სოხუმი-შსს აკადემია 64:66
დინამო-ოლიმპი 81:74
ქუთაისი-რუსთავი 106:99
სტატისტიკური ლიდერები
რეკორდები
ქულა
39 - ბობ იანგი (ბათუმი)
ბათუმი-სოხუმი
მოხსნა
24 - მარკო დუიკოვიჩი (ოლიმპი)
დინამო-ოლიმპი
პასი
16 - ლაშა გამყრელიძე (დინამო)
დინამო-შსს აკადემია
ჩაჭრა
6 - რევაზ როგავა (შსს აკადემია)
შსს-მგზავრები
დაფარება
6 - აბდულაიე ნდოიე (ქუთაისი)
სოხუმი-ქუთაისი
საშუალოდ
ქულა
ად მოთამაშე გუნდი თ ქ ქ.საშ
1 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 10 208 20.8
2 ბესიკ ლეჟავა დინამო 10 189 18.9
3 ირაკლი ჩლაიძე სოხუმი 9 164 18.22
4 მერაბ ბოქოლიშვილი მგზავრები 10 164 16.4
5 გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 9 147 16.33
6 ნიკოლას კელოგი ბათუმი 10 152 15.2
7 გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 8 120 15
8 მიხეილ ჭოჭუა რუსთავი 10 149 14.9
9 ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 10 146 14.6
10 ლაშა ფარღალავა სოხუმი 7 100 14.29
მოხსნა
ად მოთამაშე გუნდი თ მ მ.საშ
1 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 10 141 14.1
2 ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 10 133 13.3
3 გიორგი ჯგერენაია სოხუმი 7 82 11.71
4 ილია ლონდარიძე დინამო 10 92 9.2
5 გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 9 71 7.89
6 რიჩარდ მათიაშვილი დინამო 8 61 7.63
7 ზურაბ მაჩალაძე ოლიმპი 7 51 7.29
8 ჰეიდენ ჰამსი რუსთავი 10 72 7.2
9 რევაზ ათანელიშვილი მგზავრები 8 56 7
10 ავთანდილ ლომინაშვილი ქუთაისი 10 64 6.4
პასი
ად მოთამაშე გუნდი თ პ პ.საშ
1 გიორგი გამყრელიძე დინამო 10 97 9.7
2 გიორგი ცინცაძე შსს აკადემია 7 48 6.86
3 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 10 62 6.2
4 ბექა წივწივაძე შსს აკადემია 10 60 6
5 ზაურ ფაშაევი ქუთაისი 10 59 5.9
6 ლევან ცეკვავა რუსთავი 10 48 4.8
7 ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 9 36 4
ჩაჭრა
ად მოთამაშე გუნდი თ ჩ ჩ.საშ
1 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 10 29 2.9
2 რევაზ როგავა შსს აკადემია 10 28 2.8
3 ნიკოლას კელოგი ბათუმი 10 28 2.8
4 ბექა ჩიკვილაძე შსს აკადემია 10 23 2.3
5 გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 8 17 2.13
6 ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 10 21 2.1
7 ზურაბ მაჩალაძე ოლიმპი 7 13 1.86
8 კოკა ტომარაძე ოლიმპი 9 16 1.78
9 გიორგი ცინცაძე შსს აკადემია 7 12 1.71
დაფარება
ად მოთამაშე გუნდი თ დ დ.საშ
1 აბდულაი ნდოე ქუთაისი 7 19 2.71
2 გიორგი ჯგერენაია სოხუმი 7 13 1.86
3 ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 10 17 1.7
4 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 10 13 1.3
5 ბექა ბექაური ქუთაისი 10 10 1
შეცდომა
ად მოთამაშე გუნდი თ შ შ.საშ
1 ლაშა ფარღალავა სოხუმი 7 30 4.29
2 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 10 40 4
3 ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 10 40 4
4 ლევან ცეკვავა რუსთავი 10 37 3.7
5 გიორგი ცინცაძე შსს აკადემია 7 25 3.57
6 ნოდარ გოგოძე ოლიმპი 10 34 3.4
7 მერაბ ბოქოლიშვილი მგზავრები 10 30 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"