სოხუმის მეორე თურქული გამარჯვება

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებას განაგრძობს სუპერლიგის წარმომადგენელი "სოხუმი", რომელმაც ქალაქ ანტალიაში 11 იანვარს მეორე სპარინგ-მატჩი ჩაატარა. ქართველთა მეტოქე თურქეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, ანტალიური "კეპეზი" იყო, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და უმაღლეს ეშელონში გადასვლისთვის იბრძვის.

"სოხუმმა" მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და ანგარიშით 92:86 გაიმარჯვა.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ ლაშა ფარღალავა (35 ქულა), იუჟინ ჰარისი (18), ირაკლი სორდია (12), რიჩარდ დამუსი (12), თემურ კანკია (5).

უნდა აღინიშნოს, რომ "სოხუმის'' რამდენიმე კალათბურთელს ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა, ზოგიც გაციებულია.

ჩვენს მკითხველს ისიც
მოეხსენება, რომ "სოხუმმ'' 6 იანვარს ანტალიაში პირველი თამაში თურქეთის მესამე დივიზიონის ლიდერ "მურადფაშას" 103:74 მოუგო.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული