არმია სლოვენიაშიც იმარჯვებს

AutoSharing Option
სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა "არმიამ" იქაური უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "სენჩურთან" საკონტროლო მატჩი ჩაატარა და 12 ქულის სხვაობით გაიმარჯვა - 77:65.

დაინტერესებულ მკითხველს ვაცნობებთ, რომ "სენჩური" სლოვენიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის შუაშია - 5-5 მოგება-წაგება აქვს. მასპინძლებმა ლევან მოსეშვილის შეგირდებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, მეტიც თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველ პერიოდი 26:10 მოიგეს.

- შეხვედრის საწყის წუთებზე თამაშის დალაგება გაგვიჭირდა, "სენჩური" 17:3 დაწინაურდა, თუმცა მალევე მოვახერხეთ მდგომარეობის გამოსწორება და დამსახურებულად გავიმარჯვეთ, - გვითხრა გუშინ არმიელთა ახალგაზრდა გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ.

შეხვედრის მსვლელობაზე თხრობა გამოცდილმა კოტე
ტუღუშმა განაგრძო:

- პირველი პერიოდი 10:26 წავაგეთ, თუმცა მალევე გავშინაურდით, ჩვენი შესაძლებლობების ვირწმუნეთ და თამაშიც შემოვატრიალეთ. მეორე მეოთხედში დამაჯერებლად გავისარჯეთ, რაზეც ათწუთეულის ანგარიშიც მეტყველებს - 25:7. მას მერე უპირატესობა ხელიდან არ გაგვიშვია.

ქართველთაგან ყველაზე მეტი ანატოლი ბოისამ ჩააგდო - 22 ქულა, 19 ქულას მოუყარა თავი კოტე ტუღუშმა, ხოლო გივი ბაქრაძე 12 ქულას გამორჩა.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ "არმიას" სლოვენიური შეკრება კომპანია "ნეოსპორტის" ორგანიზებულია. ამ კომპანიის შესახებ უფრო ვრცლად ახლო მომავალში მოგითხრობთ.





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული