გუშინ, გვიან ღამემდე ვეცადეთ მატჩის ზუსტი შედეგი გაგვეგო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკა სრულად არ დაუთვლიათ და არც ის ვიცით, ვინ რამდენი ქულა ჩააგდო, ვერც ზუსტ ანგარიშს გეტყვით.
მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "არმიამ" დავით უგრეხელიძის ყოფილ კლუბ "ზლატოროგთან" (როცა დათო თამაშობდა, "პივოვარნა" ერქვა) 4 ქულის სხვაობით წააგო. ქართველებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, ბოლო წამებზე კოტე ტუღუშმა სამქულიანიც ჩააგდო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სლოვენიელებმა საჯარიმოები უშეცდომოდ ისროლეს და გაიმარჯვეს კიდეც.
აქვე უნდა
დღეს "არმია" მესამე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - ტუღუშისა და უგრეხელიძის ყოფილ კლუბ "სლოვანს" დაუპირისპირდება.
.