პირველი წრის შემდეგ უკვე ოთხი სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა. დავიწყოთ ყველაზე ახალი ამბით: "აგრარულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოთავისუფლებული ადგილი საქართველოს კადეტთა ნაკრების თავკაცმა გია კაზანჯიანმა დაიკავა. საინტერესოა, რომ გუნდის წევრთა უმეტესობამ "აკადემიასა" თუ 16-წლამდელთა ნაკრებში სწორედ მის ხელში გაიარა.
"აგრარულის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მას მერე გამოთავისუფლდა, რაც გუნდის თავკაცი მიხეილ კობეშავიძე "ბათუმში" გადავიდა. ზღვისპირელებს მეორე წრეში სწორედ ის უხელმძღვანელებს.
ახლა ჯაჭვის მესამე რგოლზეც ვთქვათ: იანვრის დასაწყისში ბათუმელთა დამრიგებელი დავით უსტიაშვილი შსს-მ მიიწვია. იგი ძალოვნებს არჩილ ჟღენტთან ერთად გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ 4
იანვარს კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა - "სამედიცინოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერგო იშხნელის ნაცვლად ნუგზარ კანდელაკი დაინიშნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.