
ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი და თბილისის "დინამო" გაითამაშებენ. სწორედ ამ გუნდებმა გაინაწილეს მიმდინარე სეზონის ორი უმთავრესი ტიტული: "შსს-აკადემია" სუპერლიგის ჩემპიონი გახდა, "დინამომ" კი თასის გათამაშებაში იმარჯვა.
წლების მანძილზე არსებული ტრადიციის თანახმად, სუპერთასიც ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა გაითამაშონ.