მატჩის შემდეგ კომენტარი ადგილობრივ RTCG-სთან მონტენეგროული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზორან დურაშკოვიჩმა გააკეთა, რომელიც სიხარულსა და სიამაყეს ვერ მალავდა.
როგორი ამბავია, "მონრარი" თავისი 101-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გავიდა ევროტურნირებზე და სადებიუტო შეხვედრაში ეგრევე გამარჯვებას მიაღწია.
"სადღაც მზადების შუაში ვართ, ვიცით, რომ ევროპული თამაშისთვის ბოლომდე მზად არ ვიყავით, მაგრამ მონტენეგროს ფეხბურთს სახე გავუბრწყინეთ - ქართულ გიგანტთან ვითამაშეთ!
ვიცოდით, რომ "დინამომ" თავისი ქვეყნის ჩემპიონატი 19-ჯერ, ხოლო თასი 12-ჯერ მოიგო. მათი
2:0 რომ დარჩენილიყო, განმეორებით მატჩამდე დიდი იმედით ვიქნებოდი, მაგრამ ანგარიშში მაინც წინ ვართ. კონცენტრაცია დავკარგეთ და დამატებით დროში გოლი გავუშვით.
ჩვენ ნამდვილ ფეხბურთს ვთამაშობდით, ისევე, როგორც გასულ სეზონში. ბედნიერი ვარ ამ სამოთხეში ყოფნით. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს მონტენეგროშიც თამაშობენ!
განმეორებითი მატჩი? იმედი მაქვს, რომ მიდგომა მეორე თამაშშიც იგივე იქნება. დღევანდელ დაპირისპირებაში პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით. თუ დღევანდელის მსგავსად ვითამაშებთ, გათამაშებიდან "დინამოს" გამოთიშვის შანსი გვექნება.
ფეხბურთი უცნაური თამაშია, გასულ სეზონში დიდი სასწაულები მოვახერხეთ, ვიცე-ჩემპიონები გავხდით. 25 მაისს კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვეთ. უბრალოდ, უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით და არ ვინერვიულოთ იმაზე, თუ რა იქნება. მოხდეს ის, რაც მოსახდენია", - თქვა დურაშკოვიჩმა.
ინფორმაციისთვის, თბილისში საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება.