რუსთაველები, როგორც წინა წელს, ამჯერადაც დროულად შეიკრიბნენ და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მოსამზადებელი ციკლი გაიარეს. თბილისში დუდუ დადიანის მემორიალი რომ მიმდინარეობდა, "რუსთავი" საბერძნეთში იყო შეკრებაზე. ქვემოქართლელები ელადაზე 25 სექტემბერს გაემგზავრნენ და 6 ოქტომბერს დაბრუნდნენ.
გასული სეზონის შემდეგ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. გუნდი ვინ დატოვა, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს; ვინც დაემატა, მათზე აუცილებლად უნდა ვთქვათ. პირველ რიგში, ლაშა გამყრელიძე უნდა ვახსენოთ, რომელიც რუსთაველებთან ერთად საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია. თუმცა ბოლო
ორი აზრი არ არსებობს, ლაშა ქვემოქართლელთა მნიშვნელოვანი შენაძენია.
ცენტრის პოზიციაზე გუნდმა ამერიკელი ლეგიონერი კიელ ტურპინი (01.10.1989) დაიმატა. 215 სმ სიმაღლის (110 კგ) კიელისთვის ევროპაში ეს პირველი სეზონია. აქამდე იგი ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა.
"რუსთავის" შემადგენლობა მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც გაძლიერდა. სერბი ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა (20.09.1987) 207 სმ სიმაღლის მოძრავი თავდამსხმელია. ნიკოლას ნათამაშები აქვს ამერიკის, რუმინეთის, საფრანგეთის და სლოვენიის კლუბებში. იგი სლოვენიის ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე იყო და ასევე, სლოვენიის თასის ფინალისტი გახდა ("ჰელიოსთან" ერთად).
ნიკოლამ გასული სეზონი საფრანგეთის კლუბ "რუელის" შემადგენლობაში გაატარა.
საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში რუსთაველთა ღირსებას დაიცავს ასევე ფორვარდი ზვიად ანთაძე (20.12.1988), რომელიც გასულ სეზონში "ოლიმპის" რიგებში ასპარეზობდა. მას ასევე ნათამაშები აქვს სტუ-ს, "შსს აკადემიის", "სოხუმის" და "დინამოს" შემადგენლობაში.
რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, სუპერლიგა სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს. "რუსთავის" პირველი მეტოქე "სოხუმი" იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"