სუპერლიგის 2015/2016 წლების სეზონში "შსს-აკადემიას" ნაცვლად "არენა 76" ითამაშებს

AutoSharing Option
17 ოქტომბერს სტარტს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2015/2016 წლების სეზონი აიღებს.

სამწუხაროდ, დებულებით გათვალისწინებულ ვადაში (2015 წლის 16 ოქტომბერი, 17:00 საათი) "შსს-აკადემიამ" ვერ წარმოადგინა სამონაწილეო განაცხადი და გათამაშებაში მისი ადგილი სუპერლიგის ქვედა - "ა" ლიგის გამარჯვებულმა "არენა 76"-მა დაიკავა.

შესაბამისად, სუპერლიგის პირველ ტურში, ნაცვლად 4 მატჩისა, გაიმართება 3 შეხვედრა. პირველ ტურში"შსს-აკადემიასა" და "ოლიმპს" უნდა ეთამაშათ, ცვლილებების შემდეგ კი "ოლიმპი"-"არენა-76"-ის დაპირისპირების გამართვის თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

17 ოქტომბერს ითამაშებენ: "დინამო"-"ბათუმი", "მგზავრები"-"ქუთაისი" და "რუსთავი"-"სოხუმი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული