დღის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ბათუმი" შეხვდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილებმა აჭარული გუნდი 17 ქულის სხვაობით, 80:63 დაამარცხეს.
თბილისელებს 22 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა, დანიელ უილიამსმა 15 მიითვალა, ახალგაზრდა სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. "ბათუმში 21 ქულით საუკეთესო იყო უკრაინელი ახალწვეული იგორ კრივცოვი, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა - 10 ქულა, 13 მოხსნა.
* * *
დღის მეორე მატჩში "მგზავრებმა" დაძაბულ ბრძოლაში, 2 გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი - 20 ქულა კახაბერ ჯინჭარაძემ მიითვალა, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 11 ქულა, 10 მოხსნა. ქუთაისელთა შორის 21 ქულით საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო, ორმაგი დუბლი კი ბექა ბექაურმა მიითვალა - 11 ქულა, 10 მოხსნა.
* * *
დღის ბოლოს გამართულ ტურის მესამე მატჩში "სოხუმმა" შანსი არ დაუტოვა "რუსთავს" - 80:60. სოხუმელთა შორის 17 ქულა სერგო ათუაშვილის ანგარიშზეა.* * *
პირველი ტურის მეოთხე მატჩის, "ოლიმპი"-"არენა-76"-ის გამართვის თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.