საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 24 ნოემბერს გერმანიას დაუპირისპირდება, 27 ნოემბერს კი სერბეთთან გამოცდის თავის შესაძლებლობებს.

უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ვერ დაეხმარებოდნენ. ამ ამბავს დაემატა ისიც, რომ ნაკრების ღირსებას ტრავმების გამო ვერ დაიცავენ: დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე.

რეალურად ძალიან დიდი პრობლემის წინაშეა საქართველოს ნაკრები და ადრე თუ მოკლე სკამზე ვნერვიულობდით, ახლა სასტარტო შემადგენლობაზე გვაქვს საფიქრალი, თანაც, ისეთ სასტარტოზე, რომ მინიმუმ 30 წუთი დაჰყონ პარკეტზე.

რა ვარიანტი შეიძლება გვქონდეს და ვის
იმედად უნდა ვიყოთ? გამოძახებულთა შორის არის 4 კალათბურთელი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ზუროსი პირველივე წუთებიდან ჩართავს მატჩში; აი, მეხუთეზე კი უნდა ვიმარჩიელოთ.

  • მანუჩარ მარკოიშვილი
დიდი ალბათობით, მანუჩარი ჩაიბარებს კაპიტნის სამკლავურს და 30 წლის კალათბურთელი მთავარი დასაყრდენი იქნება ჩვენს დაცვაში.

მანუჩარმა "რეჯიო ემილიაში" სეზონი არასტაბილურად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში შევიდა ფორმაში და ქართველი ლეგიონერისგან 17-ქულიანი შესანიშნავი შეხვედრა ვიხილეთ.

- მანუჩარ მარკოიშვილის 17 ქულა და "რეჯიო ემილიას" გამარჯვება "ბუდუჩნოსტთან" [VIDEO]

მარკოიშვილი ამ სეზონში საშუალოდ 27.8 წუთს თამაშობს, 8.2 ქულას აგროვებს, 2.5 პასს აკეთებს და 2.8 მოხსნა აქვს.

  • მაიკლ დიქსონი
მაიკლ დიქსონი უკვე დიდი ხანია გაქართველდა და ნაკრებში თამაშის სურვილს მუდმივად გამოხატავს. ფაქტია, რომ ნატურალიზებული კალათბურთელი ნაკრების ლიდერად უნდა იქცეს. 26 წლის კალათბურთელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედია და მოედანზე მისგან ბოლომდე დახარჯვას უნდა ველოდოთ.  მაიკლს ბოლომდე ბრძოლა არ ეშლება და თუ წაუვიდა, სამქულიანების სროლაც შეუძლია. დიქსონი "სტრასბურგში" საშუალოდ 25.5 წუთს თამაშობს, 14.1 ქულას აგროვებს, 4 პასს აკეთებს და 2.3 მოხსნა აქვს.

  • გოგა ბითაძე
18 წლის კალათბურთელის თამაში ევრობასკეტზე ვერ ვნახეთ, მაგრამ მასზე ძალიან დიდი დატვირთვა იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს ერთგვარ "აფეთქებას" და თავისი ტალანტის საუკეთესო მხარეებს გამოაჩენს.

გოგა სერბეთში "მეგა ბიმაქსში" ასპარეზობს. სერბეთი ნამდვილად კარგი ადგილია კალათბურთელის აღსაზრდელად.

რამდენად გაუძლებს გოგა ფიზიკურად დიდ დატვირთვას, ეს მწვრთნელებმა უკეთესად იციან, მაგრამ საქართველოს ნაკრებს სხვა გამოსავალიც არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვაპირებთ ბრძოლას.

ბითაძე ამ სეზონში საშუალოდ 25.4 წუთს თამაშობს, 13.3 ქულას აგროვებს, 1 პასს აკეთებს და 8.7 მოხსნა აქვს.

  • ნიკოლოზ ცქიტიშვილი
კარგი ამბავია, რომ ნიკა ნაკრებში დაბრუნდა. ნიკა დროებით უგუნდოდაა და უცნობია, თუ როგორ ფორმაში იქნება, მაგრამ მისი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ის შეძლებს ნაკრებს სრულფასოვნად დაეხმაროს. იმ ფონზე, როცა გერმანიას ევროლიგის 5 კალათბურთელი არ ეყოლება და საშუალო დონის მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული, ნიკას შანსი აქვს, თავი გამოიჩინოს და ბევრი ჩაყრილი ქულით დაგვამახსოვროს თავი.

ვნახოთ, რას იზამს 34 წლის ქართველი ვეტერანი.

  • ვინ იქნება მე-5?
საქართველოს სუპერლიგის დონეზე თბილისის "დინამოს" ევროპის თასზე გამოსვლაც მეტყველებს, მაგრამ სხვა გზა როცა არ არის, საუკეთესო უნდა ვეძებოთ.

თუ თბილისელთა სტატისტიკას გადავხედავთ, საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო, რომელიც საშუალოდ 29.3 წუთში 10 ქულას, 3.6 მოხსნას და 3.6 პასს აგროვებდა.

თუ სუპერლიგის სტატისტიკას გადავხედავთ, "ქუთაისის" 26 წლის ფორვარდი ბექა ბექაურია გამოსარჩევი. ამ სეზონში საშუალოდ 24.5 წუთს თამაშობს, 15.17 ქულას აგდებს, 6 მოხსნა აქვს და 1.83 პასი.

ხოლო, თუ სუპერლიგის ბოლო ორი სეზონის სტატისტიკას ვნახავთ, გამორჩეული "ოლიმპის" უკანახაზელი, 24 წლის რევაზ როგავაა: საშუალოდ 32 წუთი, 14.25 ქულა, 4.40 პასი და 5 მოხსნა.

- ვინ ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში
მკითხველის კომენტარები / 19 /
მე-5-ე ბოისა იქნება
0
შემთხვევით დემარშს ხომ არ აქვს ადგილი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ? ძალიან საეჭვოა "ჩემმა მზემ".
haha
20:51 17-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული