სუპერლიგა. IV ტური: "დინამომ", "ქუთაისმა" და "ოლიმპმა" მოიგეს

AutoSharing Option
დღეს, 7 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის IV ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა.

დღის პირველ მატჩში "დინამომ" "აკადემია" ანგარიშით 77:76 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 0,8 წამით ადრე 1 ქულით ჩამორჩენილი "აკადემიის" ბელორუსი ლეგიონერი ვლადიმერ კრისევიჩი საჯარიმოს ხაზზე დადგა და... ორივე სროლა ააცილა.

მორიგი გამარჯვება იზეიმა "ქუთაისმა", რომელმაც "სოხუმს" დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 69:65 მოუგო, ხოლო დღის ბოლო მატჩში "ოლიმპმა" "მგზავრებს" სძლია - 78:72.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ნოემბერს გამართულ ტურის სასტარტო მატჩში "ბათუმმა" "რუსთავს" ანგარიშით 92:64 მოუგო.

სატურნირო
ცხრილის სათავეში სამ-სამი მოგებით "ბათუმი", "ქუთაისი" და "დინამო" არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული