სუპერლიგა. V ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტურის მოვლენა
მეხუთე ტურამდე სუპერლიგაში არაერთი მოულოდნელობა მოხდა, ამჯერად კი ყველა მატჩი კანონზომიერი შედეგით დასრულდა. შესაძლოა წაგებული გუნდების წარმომადგენლებს ჩვენი დაწერილი ეწყინოთ, მაგრამ ლოგიკას მაინც ვერ ავუვლით გვერდს:

ქუთაისში ადგილობრივი გუნდი ყველასთან ფავორიტია, მათ შორის, "ოლიმპთან". მართალია, "რუსთავს" აქამდე ოთხიდან 3 მატჩი ჰქონდა წაგებული, მაგრამ "მგზავრებზე" უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და მოიგო კიდეც. ახლად შეკრებილ "აკადემიას" ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგია და, შესაბამისად, ვერც "ბათუმთან" ჩაითვლებოდა ფავორიტად.

რაც შეეხება "სოხუმისა" და "დინამოს" დაპირისპირებას, სოხუმელებმა სეზონი შედარებით სტაბილურად დაიწყეს და მათი "დინამოსთან" მოგება
არავის გაჰკვირვებია.

ტურის მოვლენაც სწორედ ის იყო, შეხვედრებმა მოულოდნელობების გარეშე რომ ჩაიარა.

ტურის მოთამაშე
ნიკოლა გაჩეშა
რუსთაველთა მეორე გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშამ, რომელმაც 26 ქულას 13 მოხსნა მიამატა (16/8 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 12/7 საჯარიმო). იგი სუპერლიგის სნაიპერიცაა, საშუალოდ 21.6 ქულა აქვს.

ტურის რიცხვი
10-9-10
თუ გაჩეშამ დუბლი მიითვალა, ლაშა გამყრელიძეს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. არადა, რა ლამაზად დაიწერებოდა: 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი...

სტატისტიკური ლიდერები, რეკორდები
ქულა
28 - ნიკოლა გაჩეშა (რუსთავი)
რუსთავი-დინამო

მოხსნა
22 - აკაკი დვალიშვილი (ბათუმი)
ოლიმპი-ბათუმი

პასი
11 - ირაკლი მიქელაძე (ბათუმი)
ბათუმი-რუსთავი

ჩაჭრა
7 - ლევან ცეკვავა (ქუთაისი)
ქუთაისი-აკადემია

დაფარება
4 - ვახტანგ ქადარია (ქუთაისი)
მგზავრები-ქუთაისი

4 - კაელ ტურპინი (რუსთავი)
რუსთავი-დინამო

4 - გიორგი შარაბიძე (დინამო)
დინამო-მგზავრები

4 - გიორგი ჯგერენაია (სოხუმი)
აკადემია-სოხუმი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული