სუპერლიგა 2017/18: 5 ლეგიონერი და "ბათუმი"

AutoSharing Option
ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა სუპერლიგისა და "ა" ლიგის გუნდების ერთობლივი შეხვედრა, რაზეც გუნდების წარმომადგენლებმა და სუპერლიგის ხელმძღვანელობამ განიხილეს მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ როგორც ასაკობრივი, ისე სუპერლიგისა და "ა" ლიგის გუნდების ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე მესამედ გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ სუპერლიგაში გუნდების შესაძლო გაზრდაზე და ამასთან დაკავშირებულ არაერთ დეტალზე; ასევე, მომავალი სეზონის ზოგად კალენდარზე, ჩემპიონატების გათამაშების სისტემასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ცხარე დისკუსია გამოიწვია სუპერლიგის გუნდებში ლეგიონერთა ლიმიტის განსაზღვრამ. წინასწარი შეთანხმებით, გუნდებს უფლება აქვთ, განაცხადში იყოლიონ 5 უცხოელი, ხოლო მოედანზე
ერთდროულად მაქსიმუმ 4 მათგანს გაიყვანენ.

აღნიშნული რეგულაციის წინააღმდეგ გამოვიდა ლაშა გამყრელიძე, რომელიც შეხვედრაზე "ა" ლიგის კლუბ "ტიტებს" წარმოადგენდა, თუმცა იგი, ამავდროულად, საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ. მან ქართველი კალათბურთელების ინტერესები დაიცვა. გამყრელიძის ინიციატივა იყო ლეგიონერთა ლიმიტის შემცირება, რათა კლუბებში ქართველ მოთამაშეებზე მოთხოვნა გაზრდილიყო.

ცხარე დებატებისა და არგუმენტების დასახელების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზემოთ ხსენებული ლიმიტი 2017/18 წლების სეზონში ძალაში დარჩება და ლეგიონერების შემცირების საკითხს მომავალი სეზონისთვის უფრო საფუძვლიანად განიხილავენ. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს დუდუ დადიანის მემორიალით საქართველოში ახალი საკალათბურთო სეზონი გაიხსნება. ეროვნული ჩემპიონატის დაწყების თარიღად კი 14 ოქტომბერია შერჩეული.

სუპერლიგაში გასულ სეზონში 8 გუნდი თამაშობდა. წლეულს, დიდი ალბათობით, 9 იქნება. საქმე ის არის, რომ შარშან ლიგიდან გავარდნილი "ბათუმი" სუპერლიგას დაუბრუნდება. გუნდებმა თანხმობა უკვე განაცხადეს, ხოლო ოფიციალური პასუხი გამგეობის სხდომის შემდეგ გვეცოდინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0