მსაჯი განსაჯეს და დასაჯეს

AutoSharing Option
მიმდინარე წლის 30 იანვარს თსუ-სა და ,,არმიას" შორის საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის მსვლელობისას, მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ მიიღო რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს თამაშის მსვლელობაზე, რასაც ადასტურებენ დამსწრე სპეციალისტები და კომისრის მოხსენებითი ბარათი.

აღნიშნულის გამო კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ არბიტრი ზაზა მაჩალაძე, რომელსაც თასის გათამაშების ფინალური მატჩი უნდა ემსაჯა, მოხსნილი იქნეს აღნიშნული შეხვედრიდან, ხოლო მის მიმართ ჩასატარებელი სანქციების საკითხი განიხილება სპეციალურ სხდომაზე მიმდინარე წლის 3 თებერვალს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული