სტუ-დენტური? არა, თსუ-დენტური დერბი

AutoSharing Option
სუპერლიგა. XII ტური
5 თებერვალი
თბილისი, სპორტის სასახლე


მწვრთნელები ტრიბუნებზე

აგრარული-სოხუმი 64:84

13:19, 20:20, 13:21, 18:24
აგრარული: არწივიძე (4ქ, 5პ), ტეტელაშვილი (2ქ, 7მ), გემაზაშვილი (2ქ), ხანიაშვილი (19ქ, 5მ), მუმლაძე (8ქ), ბააკაშვილი (3ქ, 3პ, 4ჩ), ნანიტაშვილი, ჩაჩანიძე (18ქ), ჯავახიშვილი (8ქ).
სოხუმი: ფარღალავა (17ქ, 6მ, 7პ), ჰარისი (20ქ, 7პ), კვეტენაძე, ანთაძე (2ქ, 7მ, 4პ), რ. დამუსი (21ქ, 13მ), შანიძე (14ქ, 5მ), სორდია (4ქ, 8მ, 4პ), კანკია, კ. დამუსი (6ქ).
მსაჯები: დ. არეშიძე, ხ. გაბედავა
კომისარი: რ. გელოვანი

სუპერლიგის მე-12 ტურის თბილისური მატჩები შაბათს
გაიმართა. 12 საათზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ "სოხუმი" და "აგრარული". საინტერესო იყო ამ გუნდების სათადარიგოთა სკამის ხილვა: "აგრარულს" მეორე მწვრთნელი, თემურ აბულაძე გაუძღვა, რადგან თავკაცი გია კაზანჯიანი კადეტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და გუნდთან ერთად თურქეთშია. ნაკრებში მისი თანაშემწეა დიმიტრი ჟაკობოვი, რომელიც "სოხუმის" მეორე მწვრთნელადაც მუშაობს. ისიც თურქეთშია. ხოლო პირველ წრეში სოხუმელთა დამრიგებელი ვაჟა კვარაცხელია, აინარს ბაგაცკისთან (გუნდს მე-13 ტურიდან გაწვრთნის) ერთად მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. მოკლედ, "სოხუმს" შაბათს ლიკა ქაჯაია გაუძღვა და სუპერლიგაში მისი დებიუტიც წარმატებული გამოდგა - მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 20 ქულის სხვაობით იმარჯვა.

ფარქვეშ "სოხუმის" უპირატესობა რიჩარდ დამუსმა განაპირობა (13 მოხსნა, 21 ქულა), ხოლო პერიმეტრიდან ლაშა ფარღალავამ (17 ქულა) და იუჯინ ჰარისმა (20 ქულა) იყოჩაღეს, რომლებმაც 7-7 პასიც მიითვალეს.


აქაც ოცი

შსს-სამედიცინო 74:54

24:15, 14:13, 19:20, 17:6
შსს: ლაფანაშვილი (5ქ), ნიკოლაძე (11ქ), კოტონი (14ქ), მარკოიშვილი, ტუჯანი (9ქ, 10მ), დ. ბარბაქაძე (15ქ, 10მ, 2დ), შერმადინი, წივწივაძე (9ქ, 8მ, 5პ), ტომარაძე (11ქ, 6მ).
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (2ქ, 3ჩ), ს. ლეჟავა, ბექაური, ნინიაშვილი (16ქ), კეიდია, როდუმტა, ჭოჭუა (11ქ, 5პ), დვალიშვილი (18ქ, 9მ), თენიეშვილი (7ქ), როჯერსი.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი.

საქართველოს ნაკრებმა 20 აგვისტოს ბელგიასთან შინ 23 ქულით წააგო და მეოთხე დღეს ჯავრი პორტუგალიელებზე იყარა, ზუსტად 23 ქულით აჯობა. იგივე გააკეთა შსს-მ: 1 თებერვალს თასის ფინალში "არმიასთან" 20 ქულის სხვაობით დამარცხდა, მეხუთე დღეს კი 20 ქულით "სამედიცინოს" მოუგო.

შსს-ს აკლდა უკანახაზელი ბესიკ ლეჟავა, რომელსაც სიცხე ჰქონდა, ხოლო "სამედიცინოს" სათანადოდ ვერ დაეხმარა ამერიკელი ჯეფ როჯერსი. მან მატჩისას ტრავმა მიიღო და სულ 12 წუთი ითამაშა.

ამის მიუხედავად მედიკოსები ბოლო პერიოდამდე კარგად ებრძოდნენ ძალოვნებს. მეოთხე რაუნდის წინ სხვაობა მხოლოდ 9 ქულა იყო, თუმცა ბოლო რაუნდში შსს-მ 17:6 იმარჯვა და სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვა.


ბერუაშვილის 9

თსუ-სტუ 93:86
19:18, 24:15, 24:26, 26:27
თსუ: ჩიტაშვილი (13ქ, 7მ, 3პ), გაფრინდაშვილი (8ქ, 5პ), მ. ბერიშვილი (26ქ, 9მ), კორკოტაძე (9ქ, 11მ, 3ჩ), მათიაშვილი (24ქ, 13მ), ხიზანიშვილი (3ქ), ლონდარიძე (7მ, 2დ), დეკანოიძე (1ქ), ზ. მაისურაძე (9ქ).
სტუ: ჩიკვილაძე (34ქ, 11მ, 4პ), ვასილ ბერუაშვილი (20ქ, 9მ, 4პ, 9ჩ), გასიტაშვილი, ჯანგველაძე, კობიძე (4ქ), ჭოხონელიძე (2ქ), ლომოური, მაჩალაძე (3ქ, 8მ), თევზაძე (4ქ), ლაშქარაძე, ძიძიგური (9ქ, 5პ), ახალკაცი (10ქ, 5მ).
მსაჯები: მ. ანდღულაძე, ი. ბერიშვილი
კომისარი: თ. ქიქოძე

ტურის საუკეთესო კალათბურთელად მიხეილ ბერიშვილი დავასახელეთ, რომელიც მატჩის გადამწყვეტ მომენტში თსუ-ს სამქულიანებით შეეშველა. მან საბოლოოდ 26 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. მიშამ 8-დან 5 ორქულიანი, 11-დან 4 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

თსუ-ს გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა რიჩარდ მათიაშვილმა - 24 ქულა, 13 მოხსნა.

რადგან ტურის საუკეთესოდ მიხეილ ბერიშვილი დავასახელეთ, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ამ ქვეთავის სათაურში ბერუაშვილის ნაცვლად ბერიშვილი უნდა ეწეროს. არ შეგვშლია, სწორედ ვასილ ბერუაშვილისა და ბექა ჩიკვილაძის ზუსტი თამაშის წყალობით სტუ-მ თსუ-ს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ვასილს თითო ჩაჭრითა და მოხსნით მეტი რომ მოეგროვებინა, სამმაგი დუბლის ავტორი გახდებოდა: 20 ქულა, 9 მოხსნა, 9 ჩაჭრა, 4 პასი. სხვათა შორის, 9 ჩაჭრა საამსეზონო რეკორდია.

რაც შეეხება ჩიკვილაძეს, იგი ბოლო დროს მეტისმეტი შედეგიანობით გამოირჩევა - თსუ-სთან 34 ქულა ჩააგდო. მან 26 იანვრის შემდეგ გამართულ 4 მატჩში 125 ქულა ჩააგდო, რაც საშუალოდ 31.3-ს უდრის.


გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 10 9 1 916/712 19
2. შსს 11 8 3 975/829 19
3. ქუთაისი 11 8 3 925/803 19
4. თსუ 11 8 3 970/892 19
5. სოხუმი 11 7 4 889/854 18
6. ენერჯი 11 7 4 805/775 18
7. ბათუმი 11 4 7 864/903 15
8. სამედიცინო 11 3 8 795/833 14
9. სტუ 11 3 8 914/980 14
10. აგრარული 11 2 9 757/927 13
11. დინამო 11 1 10 747 / 1049 12


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული