ქუთაისელთა ბოლო ტურის მეტოქე "დინამოა", რომლის დამარცხების შემთხვევაშიც კოტე ტუღუშის გუნდი პირველობას გაინაღდებს და პლეი-ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება. ეს უპირატესობა ქუთაისელებმა დღეს "ბათუმის" დამარცხებით მიიღეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი პერიოდი მასპინძელმა ქუთაიელებმა 31:20 მოიგეს, თუმცა მომდევნო პერიოდში ბათუმელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ათწუთეულის 23:5 მოგებით
მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. მატჩი თანაბრად, ქულა-ქულა ბრძოლაში გაგრძელდა და ბოლო წუთებზე მეტად მობილიზებულმა მასპინძლებმა იმარჯვეს. გუნდური თამაშის წყალობით კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
ქუთაისელებს აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა - ზაურ ფაშაევმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. 10-10 ქულა მიითვალეს ბექა ბექაურმა და გიორგი ბარბაქაძემ. ბათუმელებში 15 ქულით ბომბარდირი ბესო ლეჟავა გახდა.
სუპერლიგის ბოლოსწინა, 27-ე ტური დღეს, 23 აპრილს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, "აკადემია" – "რუსთავის" მატჩით დასრუდება.
superleague.ge