სუპერლიგის ქვედა კვარტეტის გუნდები კი ბრძოლას გააჩაღებენ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. გუნდებს საკვალიფიკაციოში მიჰყვებათ რეგულარულში დაგროვილი ქულები. ლიგიდან კი ერთი გუნდი გავარდება, რომლის ადგილს მომავალ სეზონში "კაკტუსი" დაიკავებს.
26 აპრილი, რუსთავი
რუსთავი-ოლიმპი 115:86
27:15, 31:25, 25:33, 32:13
რუსთავი: ხმელიძე (10ქ, 7მ), გამყრელიძე (14ქ, 10პ), ლორთქიფანიძე (6ქ), აბაიშვილი (3ქ, 4პ), ჩაჩანიძე (24ქ), ტურპინი (24ქ, 14მ), ყველაშვილი, ჭოჭუა (16ქ, 6მ), ანთაძე, გაჩეშა (15ქ, 13მ,
ოლიმპი: ბაინუმი (20ქ, 3პ), როგავა (19ქ, 8პ), გეგი ბაქრაძე (2ქ), დიდია (6ქ), გუგეშაშვილი (2ქ), სმიტი (27ქ, 10მ), ფარღალავა (10ქ, 3პ).
ბოლო, 24-ე ტური რუსთავში გაიხსნა. ადგილობრივმა გუნდმა "ოლიმპს" უმასპინძლა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ტოპ-კვარტეტში მოხვედრა. მათ დაპირისპირებასაც ისეთი ემოცია არ ახლდა, როგორიც წინა სამ წრეში.
ასეთ დროს ხშირია უხვქულიანი შეხვედრები. არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი, "რუსთავმა" 115 ქულა ჩააგდო, "ოლიმპმა" - 86.
27 აპრილი, თბილისი
სოხუმი-ბათუმი 83:92
24:23, 22:18, 12:26, 25:25
სოხუმი: მილერი (13ქ), ა. სმიტი (9ქ, 3პ), ალხანაიძე (11ქ, 8მ), კვეტენაძე (11ქ, 3პ), დ. დვალიშვილი (16ქ, 7მ, 7პ), მირზიაშვილი (9ქ, 11მ), ლომიძე (10ქ, ძიძიგური (4ქ, 3პ).
ბათუმი: ბ. ლეჟავა (5ქ), მიქელაძე (4ქ, 6პ), სტეფანიშინი (13ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), რევაზაშვილი (5ქ), თენიეშვილი (7ქ, 9მ), რამიშვილი (17ქ, 6პ), ელიაძე, კრივცოვი (16ქ, 7მ), ა. დვალიშვილი (14ქ, 11მ), ფერიაშვილი (8ქ, 5მ), მაისურაძე (3ქ, 5პ).
- ამ მატჩს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. წაგების თუ მოგების შემთხვევაში მე-4 ადგილს ვიკავებდით. რამდენიმე მოთამაშეს სიცხე ჰქონდა, ზოგს ტრავმა აწუხებდა და პლეი ოფის წინ მათ დასვენების საშუალება მივეცით. წინ გაცილებით სერიოზული მატჩები გველის და მისთვის ვემზადებით, - განაცხადა ნამატჩევს "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ.
"სოხუმი" დიდი დანაკლისით გამოვიდა თამაშზე. ვაჟა კვარაცხელიას გუნდს აკლდნენ ძირითადი ხუთეულის წევრები - გივი ბაქრაძე, ლევან ფაცაცია, გიორგი ჯგერენაია, სერგო ათუაშვილი.
რაც შეეხება "ბათუმს", უთუოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რათა პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეენარჩუნებინა და შემდეგ "ქუთაისის" "დინამოსთან" წაგებას დალოდებოდა.
პირველი მეოთხედი სოხუმელებმა 24:23 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი 46:41 გალიდერდნენ. მესამე პერიოდში "ბათუმმა" თამაში გამოასწორა და 10-წუთეული 14 ქულით მოიგო, რის შემდეგაც, გადამწყვეტი მეოთხედის წინ 67:58 დაწინაურდა. ზღვისპირელებმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს - 92:83.
თუმცა მოგვიანებით "ქუთაისმა" "დინამო" დაამარცხა და პირველი ადგილი ბათუმელებს არ დაუთმო.
27 აპრილი, თბილისი
აკადემია-მგზავრები 83:97
27:26, 9:25, 23:26, 24:20
აკადემია: ს. ლეჟავა (10ქ), ბოქოლიშვილი (21ქ, 3პ), ღურწკაია (11ქ), ხუციშვილი (5ქ, 4პ, 5მ), დარახველიძე (14ქ, 7მ), ლომოური (5მ), ლობჟანიძე (22ქ, 10მ, 4პ, 3ჩ, 2დ).
მგზავრები: გაგუა (2ქ), უილიამსი (11ქ, 3პ), ჯინჭარაძე (6ქ, 5მ), გრძელიძე (10ქ, 4პ), კვანტალიანი (2ქ), ცირეკიძე (9ქ, 9მ, 2დ), ლომინაშვილი (36ქ, 14მ), ქავთარაძე (3ქ), ორმოცაძე (3ქ, 6მ), რენსომი (15ქ, 10მ, 3პ, 3ჩ).
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს ბოლოადგილოსანი "აკადემია" და მეხუთე ადგილზე მყოფი "მგზავრები" შეხვდნენ. მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან "მგზავრებმა" საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსივე შეხვედრა რომ წააგონ, სუპერლიგიდან მაინც არ გავარდებიან, ხოლო "აკადემიას" კი სურდა მოგება, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნდა.
გიორგი ნიკოლაძის გუნდიდან ყველა ლეგიონერი წავიდა, რასაც კოსტანტინე ტომარაძის ტრავმაც დაერთო. პლეი ოფში ვერგასული ოთხეული სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს, თუმცა "აკადემია" ცხრილში მის წინ მყოფ "ოლიმპს" 5 ქულით ჩამორჩება და ამ სხვაობის გაბათილება 6 ტურში ფანტასტიკის სფეროა.
სუპერლიგის ბომბარდირია აკადემიელი მორის ბრიგსი, რომელმაც 9 იანვარს "მგზავრებთან" მატჩში 44 ქულა მიითვალა. გუშინდელ მატჩში სწორედ "აკადემიასთან" შეეცადა, ბრიგსის რეკორდი დაემხო ავთანდილ ლომინაშვილი, რომელიც შეხვედრის დასაწყისიდან ქულას ქულაზე "აწებებდა", ასცდა 20-ს, 30-ს... თუმცა 44-მდე ვერ ავიდა - "მგზავრების" ქუთაისელმა მეფარემ 36 ქულა ჩააგდო, რაც მესამე მაჩვენებელი აღმოჩნდა ბრიგსის 44 და 40-ქულიანი მატჩების შემდეგ.
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):
- სტრესის მერე, რაც "სოხუმთან" წაგების შემდგომ მიიღეს მოთამაშეებმა, მინდოდა გამოვფხიზლებულიყავით და ამიტომაც მივმართეთ პრესინგს. ვეცდებით და მინდა, რომ ქვედა ოთხეულში პირველი ადგილი დავიკავოთ. ბიჭებს მოტივაცია დაკარგული აქვთ და ამჟამად ერთგვარი "გამოფხიზლების" პროცესში ვართ.
27 აპრილი, თბილისი
დინამო-ქუთაისი 69:86
22:24, 19:17, 11:24, 17:21
დინამო: შარაბიძე (10ქ), ნ. ბაქრაძე (7ქ, 9მ, 3ჩ), ბოლქვაძე (11ქ, 5მ), მაილსი (3ქ, 3პ, 5მ), სანაძე (2ქ, 3ჩ), ვახანია (3პ), მაჩალაძე (5ქ, 5მ), შვანგირაძე (3ქ), გოგოძე (17ქ), კოვაჩევიჩი (8ქ).
ქუთაისი: ბოისა (5ქ, 6მ), ფაშაევი (6ქ, 3ჩ), ბაბუნაშვილი (2ქ, 4პ), ქადარია (13ქ, 5მ), ბრიტონი (9ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (7ქ), გ. ბარბაქაძე (15ქ, 5მ, 4პ), მათიაშვილი (8ქ, 7პ), ბექაური (12ქ, 8მ), მიკულიჩი (9ქ, 6მ).
"დინამო"-"ქუთაისის" შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს რეგულარულ ეტაპზე. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს რომ წაეგოთ, მეორე ადგილზე გავიდოდნენ, თუმცა, როგორც გითხარით, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო, ხოლო მესამე პერიოდიდან უპირატესობას ქუთაისელები დაეუფლნენ და 79:68 მოიგეს.
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- ჩვენთვის ყველაფერი გარკვეული იყო. ამიტომ შევეცადეთ, ვისაც ტრავმა ჰქონდა, არ გაგვერისკა და არ გვეთამაშებინა. გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებისთვის მიგვეცა შანსი. ასე რომ, ვემზადებით პლეი ოფებისთვის.
კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
- ვულოცავ ჩემს გუნდს რეგულარული ჩემპიონატის მოგებას. პირველი ძალიან საინტერესო და დაძაბული რეგულარული იყო და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დაძაბული ნახევარფინალები გველის. მთავარი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"