სოხუმელები პირველი მერცხლები აღმოჩნდნენ საქველმოქმედო საქმეშიც: ვეტერან კალათბურთელთა ფონდში 1000 დოლარი გადარიცხეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამბობენ, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ იქნება.
სოხუმის ვიცე პრეზიდენტ თემურ ჩილაჩავას გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა:
- ვეტერანთა დახმარების იდეა კლუბის პრეზიდენტის, ბატონ მინდია გულუასგან მოდის. სწორედ ის დაინტერესდა მათი მდგომარეობით. კარგად ვიცით, რომ არაერთი ვეტერანი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და გვინდა მდგომარეობის შემსუბუქებაში
ვეტერანთა სოციალური ყოფა დღევანდელ საქართველოში მტკივნეული თემაა. ამიტომ, ზოგადი სურათის გასაცნობად ვეტერან კალათბურთელთა ფონდის ხელმძღვანელ ვალერი ლომაძეს ვესაუბრეთ.
- "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გადმორიცხა 1000 დოლარის ექვივალენტი ლარებში, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ. ვიმედოვნებ, რომ ამ საშვილიშვილო საქმეში სოხუმელებს სუპერლიგის სხვა კლუბებიც მიბაძავენ. ზოგიერთი ვეტერანი შეჭირვებულად ცხოვრობს, ზოგი მარტოხელაა, ზოგი ავადაა... მათთვის მცირე დახმარებაც დიდი შეღავათია.
ბატონმა ვალერიმ დასძინა, რომ ფონდში შესულ თანხებს 12-კაციანი საბჭო ანაწილებს. დავინტერესდით, ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდს კიდევ ვინ ეხმარება.
- დიდ ყურადღებას გვაქცევს კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ყოველთვიურად 1000 ლარს გვირიცხავს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ამისთვის მადლობა მოვახსენო. იყო ერთჯერადი დახმარებაც - კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ვიდრე სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდ გადაკეთდებოდა.
.