ირაკლი და დავით ბერიშვილებმა სეზონი შსს-ში დაიწყეს, თუმცა იანვარში მათი და გუნდის გზები გაიყო. ტყუპები სუპერლიგას მსაჯების რანგში მოევლინნენ და ამ საქმიანობას კარგად ართმევდნენ თავს.
თუმცა გუშინ შსს-ს პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ ახალი ამბავი გვითხრა - ირაკლი ბერიშვილი გუნდში დაბრუნდა და სეზონის დასკვნით მონაკვეთს შსს-ში ჩაატარებს.
რაც შეეხება დათოს, იგი კალათბურთში მსაჯის ამპლუაში დარჩება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.