დინამოელებმა თავიდანვე შეძლეს ანგარიშში დაწინაურება და მეტოქეს მხოლოდ ბოლო მეოთხედის მოგების საშუალება მისცეს. "დინამოს" გამარჯვებაში 25 ქულით სოლიდური წილი დაიდო მიხეილ ბერიშვილმა.
მანამდე კი "ოლიმპმა" და "ბათუმმა" მაყურებელს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა შესთავაზეს. საინტერესო, დინამიკური და ემოციებით სავსე ამ გუნდების მატჩი, რომელშიც ლიდერი 8-ჯერ შეიცვალა, საბოლოდ "ოლიმპის" გამარჯვებით -
გამარჯვებულებს 20 ქულით, 8 პასით და 7 მოხსნით რეზო როგავამ ულიდერა.
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის XIV ტურის ოთხი მატჩიდან ორი გადაიდო. 28 დეკემბერს, რუსთავში დაგეგმილი თამაში "რუსთავი 1991"-სა და "კაკტუსს" შორის, დარბაზში არსებული პრობლემების გამო არ ჩატარდა. ასევე მომავალი წლისთვის გადაიდო 29 დეკემბერს "მგზავრებისა" და "სოხუმის" შეხვედრაც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ორივე მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება.
ამრიგად, ახალ წელს სატურნირო ცხრილის სათავეში "დინამო" წაუგებლად, 28 ქულით ხვდება. თამაშით ნაკლები აქვს მეორეადგილოსან "ქუთაისს", რომლის აქტივში 23 ქულაა.