წინასწარ შეიძლება იმის თქმა, თუ გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც რეალურია. საქმე ის არის, რომ 2019 წლის მსოფლიოსთვის, რომელიც ჩინეთში გაიმართება, გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. ევროპიდან მასში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ახლახან შვეიცარიაში გამართულ ფიბას გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გაიმართება.
წილისყრის წინ გუნდები ორ დივიზიონად არიან გაყოფილნი. მეორეში ის ნაკრებები თამაშობენ, რომლებმაც ევრობასკეტი
შესარჩევ ეტაპზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. მომდევნო ეტაპზე 24 გავა, მხოლოდ ბოლოადგილოსნები ვერ განაგრძობენ გზას. შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი ოთხი ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი ტოპ-გუნდი, სულ 12 მიიღებს.
დაველოდოთ 7 მაისს და ვნახოთ, ვის გვარგუნებს მეტოქედ გუანჯოუს წილისყრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"