საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 4-მა კალათბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 4 კალათბურთელით შემცირდა. სლოვენიური შეკრება ახლოვდება და ნაკრები 28 ივლისს ავსტრიაში, ამხანაგური მატჩის გასამართად მიემგზავრება, სადაც ჩვენი გუნდი 14 კალათბურთელით ჩავა.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შეკრება დატოვეს და დღეს თბილისში გამოემგზავრნენ ნოდარ გოგოძე, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე და გიორგი შარაბიძე.

ეს კალათბურთელები ზუროსმა გუშინ, რუსეთის სტუდენტურ ნაკრებთან არ ათამაშა. მატჩის შემდეგ ბერძენი მწვრთნელი ზემოთ ჩამოთვლილ კალათბურთელებს ესაუბრა, შეკრებაზე გამოჩენილი მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ჯინჭარაძემ, შარაბიძემ, ფხაკაძემ და გოგოძემ პოდჩეტრტეკი 26 ივლისს დატოვეს. ბიჭები ნაკრების
კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა და ნაკრების ხელმღვანელებმა გააცილეს. ეროვნულ ნაკრებში დღესდღეობით 14 კალათურთელია: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, მაიკლ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე.

ამ შემადგენლობით ნაკრები ობერვარტში 28 ივლისს ჩავა და 12 მათგანი ავტრიასთან მატჩის განაცხადში დაიკავებს ადგილს. გაფართოებული შემადგენლობიდან კიდევ ვინ დატოვებს ნაკრებს და როდის, ამას მწვრთნელთა შტაბი ილის ზუროსის ხელმძღვანელობით გადაწყვეტს. ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, თბილისში დაბრუნები შემდეგ ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეუერთდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
მითხარით ვინმე ბოისაზე კარგი კალათბურთელი თავისი ამპულით? და ვინ იმსახურებდა ამ კაცზე მეტად ნაკრებში გამოძახებას? როცა რამეს წერთ არგუმენტი მაინც უნდა არსებობდეს
mishka
14:37 29-07-2017
0
კომენტარებში იმდენად უსაფუძვლო კრიტიკას ვხედავ, ეჭვი მაქვს, ნაკრების მიღწევები ზოგ ადამიანს წყინს. კალათბურთის ნაკრები ერთადერთია გუნდურ სახეობებში, რომელსაც რეალური წარმატებები აქვს. უკვე მეოთხე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადიან, თანაც გრანდებთან თანაბარ დონეზე თამაშობენ და იგებენ კიდეც.
რაც შეეხება კონკრეტულ კალათბურთელებს, ვისაც აკრიტიკებენ: ანატოლი ბოისა დღესდღეობით საუკეთესო "ჩამშლელი" მცველია და იგი შარშანდელ შესარჩევებში თავის დავალებას კარგად ასრულებდა. მისი მოვალეობა ქულების დაგროვება არ არის. ის პრესინგის დროს და გაძლიერებული დაცვისას გაყავთ მოედანზე. გამთამაშებლის პოზიციაზე დიქსონი უძლიერესია, მაგრამ 40 წუთი და დახმარების გარეშე ვერ ითამაშებს. ცინცაძე მის პარტნიორად და შემცვლელად დღეისათვის საუკეთესოა. გამყრელიძე არ არის პირველ ხუთეულში, შეცვლაზე კი საკმაოდ ნორმალური შედეგი აქვს.
ასე რომ, ეს ბიჭები არიან, ვინც საქართველოს სახელით გამოდის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ლებრონ ჯეიმსის და მაიკლ ჯორდანის დონის კალათბურთელები გვყავდეს, მაგრამ ვინც გვყავს, გვერდში რომ დავუდგებით, მაქსიმალურ შედეგს დადებენ.
თემური
11:03 28-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული