თურქეთთან დამატებით დროში და სერბეთთან უშანსოდ წაგებული მატჩების შემდეგ უკრაინელები დასკვნით შეხვედრაში გერმანიას შეხვდნენ და სოლიდური სხვაობით – 81:67 დაამარცხეს.
გერმანელებს ურაინასთან მატჩამდე ორივე შეხვედრა მოიგეს - სერბეთიც დაამარცხეს და მასპინძელი თურქეთიც. უკრაინასთან მატჩს სატურნირე მნიშვნელობა არ ჰქონდა. წაგების შემთხვევაშიც კი გერმანია ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა. მთლიანობაში კი არც ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა -ტურნირი ისედაც ამხანაგური, ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი იყო და უკრაინელებს ეს წარმატება ნამდვილად საამაყოდ დარჩებათ.
გერმანელთა რიგებში არ უთამაშია
უკრაინა-გერმანია 81:67
23:14, 23:20, 21:14, 14:19
უკრაინა: კრავცოვი (18ქ, 8მ), პეჩიროვი (16ქ, 9მ), ბურტი (12), ლუკაშოვი (10), პუსტოზვონოვო (9), ზაბირჩენკო (6), კოზლოვი (6), ფესენკო (2), სალტოვეცი (2), ლიპოვი
გერმანია: ჰერბერი (1), შულცე, შაფარციკი (10), ოლბრეხტი (7), შვეტეიმი (5), პლეისი (16), გუნტერი (2), იაგლა (16), ვისოცკი (1), ზვიენერი (3), მაკნატონი (6), სტაიგერი