ალმერე, ჰოლანდია
საქართველო-ვილანოვა 87:54
28:21, 21:9, 22:15, 16:9
საქართველო: ცინცაძე (21წთ, 3ქ, 3მ, 3პ), მარკოიშვილი (21წთ, 19ქ, 4მ,), სანიკიძე (23წთ, 11ქ, 4მ, 3პ), ვ. ბოისა (19წთ, 4მ), ფაჩულია (30წთ, 20ქ, 11მ); გამყრელიძე (9წთ), ა. ბოისა (6წთ, 3ქ), შერმადინი (10წთ, 1ქ, 2მ), ცქიტიშვილი (15წთ, 8ქ), შენგელია (17წთ, 8ქ, 3მ), ჰეინსი (20წთ, 7ქ, 4პ), ფარღალავა (10წთ, 7ქ, 2მ)
საქართველოს ნაკრებმა ალმერეს ტურნირზე მესამე მატჩი ამერიკის კოლეჯების ლიგის წარმომადგენელ "ვილიანოვასთან" ჩაატარა. ამ გუნდს პირველ ტურში ისრაელი ჰყავდა დამარცხებული (92:90). ასე რომ, ურიგო
როგორც ესტონეთის ტურნირზე, კოლეჯელთა საკალათბურთო სტილი ქართველებისთვის იოლად დასაძლევი აღმოჩნდა და ჩვენმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა - 87:54.
კოკოშკოვის გუნდმა მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მოუმატა და თამაშის ბოლომდე ტემპი არ დაუგდია. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 21:9 მოიგო, მესამე - 22:15 და მეოთხე პერიოდის წინ 26 ქულით იგებდა: 71:45.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთი ეპიზოდი, რომელიც ჩვენმა გუნდმა 21:0 მოიგო და 59:30 დაწინაურდა.
ნამატჩევს "ვილიანოვას" თავკაცმა ჯეი რაითმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
- საქართველოს ნაკრები ტურნირის საუკეთესო გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელითა და კარგი მსროლელებით. დიდებულად ითამაშა "ატლანტა ჰოქსის" მეფარე ზაზა ფაჩულიამ.
ქართველებისგან თავი გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გამოიჩინა, რომელმაც 30 წუთში 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ზაზას ქულით ჩამორჩა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. ბოლო მეოთხედი მთლიანად ითამაშა ლაშა ფარღალავამ და 7 ქულასაც მოუყარა თავი. გამორჩეული სტატისტიკა სხვებს აღარ ჰქონიათ, რადგან იგორ კოკოშკოვმა ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
საქართველოს ნაკრებმა ამით დაასრულა ალმერის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა და დღეს საქართველოში გამოემგზავრება. საქართველოს ნაკრები და ისრაელი ერთი თვითმფრინავით მოდიან, რომელიც თბილისის აეროპორტში 17:15 საათზე დაეშვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"