ისრაელთან, მეოთხე ცდაზე

AutoSharing Option
ევრობასკეტი-1997
შესარჩევი ეტაპი

12.11.1995
საქართველო-ისრაელი 84:89
44:38, 40:51
საქართველო: ვაშაკიძე (25წთ, 10ქ, 1მ, 1პ, 2ჩ), ბაქრაძე (3წთ, 6ქ, 1მ), სტეფანია (36წთ, 15ქ, 4მ, 1პ, 2ჩ), ტურაშვილი (13წთ, 0ქ, 2ჩ), სანაძე (27წთ, 15ქ, 1მ, 1პ), შენგელია (10წთ, 0ქ), დერიუგინი (26წთ, 8ქ, 3მ), ქარაბაკი (22წთ, 13ქ, 8მ, 2ჩ), ნაცვლიშვილი (18წთ, 10ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (20წთ, 7ქ, 4მ)

19.12.1996
ისრაელი-საქართველო 86:74
42:41, 44:33
საქართველო: თორთლაძე (17წთ, 2ქ, 1პ), სტეფანია (37წთ, 22ქ, 13მ, 1პ), სანაძე (21წთ, 14ქ, 2ქ, 2პ, 1ჩ), უსტიაშვილი (26წთ, 3ქ, 1მ, 2პ,
1ჩ), ნაცვლიშვილი (34წთ, 17ქ, 11მ, 1პ), დადიანი (9წთ, 0ქ, 1პ), ჩხეიძე (29წთ, 8ქ, 2პ, 2ჩ)

ამხანაგური მატჩი
13.08.2011
საქართველო-ისრაელი 72:77
17:18, 18:19, 15:26, 22:14
საქართველო: გამყრელიძე (22წთ), მარკოიშვილი (27წთ, 10ქ), სანიკიძე (24წთ, 7ქ, 2დ), ვ. ბოისა (17წთ, 2ქ), ფაჩულია (25წთ, 13ქ, 6მ);
ცინცაძე (13წთ, 12ქ), შერმადინი (15წთ, 8ქ, 11მ), შენგელია (17წთ, 10ქ), ცქიტიშვილი (18წთ, 3ქ), ჰაინსი (13წთ, 7ქ), ა. ბოისა (7წთ), ფაცაცია (5წთ)

ისრაელი 80-90-იან წლებში ევროპის ჩემპიონატზე რეგულარულად თამაშობდა. წარმატებითაც. შესაბამისად, ახლად ჩამოყალიბებულმა საქართველოს ნაკრებმა ებრაელებთან ევრო-1997-ის შესარჩევზე ორივე მატჩი რომ წააგო გასაკვირი არ არის.

არც ის იყო წარმოუდგენელი, რომ გასულ უქმეებზე ისრაელმა ჩვენი ნაკრები ამხანაგურად დაამარცხა. არიკ შივეკის გუნდმა ხომ 2010 წელს შესარჩევი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და ევრობასკეტისკენ მიმავალი გზიდან თვით იტალია ჩამოიცილა.

ასეა თუ ისე, არიკ შივეკიც ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და მისი კიდევ ერთხელ ძლევა უნდა გაუჭირდეს. სხვათა შორის, 1995 წელს ქართველები თბილისში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ...

- ისრაელთან შეხვედრა ენერგიულად დავიწყეთ და პირველ ტაიმში მეტოქეს 6-8 ქულით ვუსწრებდით. მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქემ მდგომარეობის გამოსწორება სცადა, რისი უფლაბაც არ მივეცით. არ ჩანდა გზა, რომლითაც ისრაელის ნაკრები თამაშში გარდატეხას შეიტანდა. ქომაგიც ჩვენს გამარჯვებას წინასწარ შეეგუა, - იხსენებს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ლევან ქარაბაკი.

მეორე მწვრთნელ, ნოდარ ქორქიას კარგად ახსოვს ებრაელთა დამრიგებლის მოქმედება:
- ისრაელის ნაკრების თავკაცი ბოლო წუთებამდე გაგიჟებული იყო. კალათბურთელებს აგინებდა და თავში ურტყამდა...

გინება ვერ გაჭრიდა, საქართველოს ნაკრები ბოლომდე ყურადღებით რომ ყოფილიყო:
- მეორე ტაიმის შუაში ერთ ეპიზოდში მოვდუნდით, მეტოქემ სამი სამქულიანი გამოიყენა, გაგვასწრო, გადამწყვეტი იერიშისთვის კი არც ენერგია გვეყო და არც გამოცდილება. დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, - ესეც ლევან ქარაბაკის სიტყვებია.

მეორე მატჩი ისრაელში ჩატარდა. ქართველებმა იქაც კარგად ითამაშეს, მაგრამ ვერც მეორედ გაიმარჯვეს, ისევე როგორც 15 წლის შემდეგ 15 აგვისტოს (72:77).

დღეს მეოთხე მატჩია, თანაც თბილისში. ქართველებს დასამტკიცებელი გვაქვს, რომ ისრაელის ძლევა შეუძლიათ. თუნდაც მეოთხე ცდიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული